1983 წლის 18 ნოემბერი

Posted 3:00 PM by anano in თემები , , , ,

ავტორი – anu

1983 წლის 17 ნოემბერს რესტორან “ქალაქურში” ახალგაზრდები გერმანე (გეგა) კობახიძისა და თინათინ ფეტვიაშვილის დაქორწინებას ზეიმობდნენ. წვეულებას ესწრებოდა თბილისის აეროპორტის საერთაშორისო სექტორის თანამშრომელი ანა ვარსიმაშვილი, რომელიც სწორედ მეორე დღეს მორიგეობდა.

18 ნოემბერს ა. ვარსიმაშვილის ხელშეწყობით საქორწინო მოგზაურობაში მიმავალმა ახალდაქორწინებულებმა მეგობრებთან – დავით მიქაბერიძესთან, სოსო წერეთელთან, ეკა შალუტაშვილსა და ანანო მელივასთან ერთად “ინტურისტის” სამსახურებრივი გასასვლელი სპეცკონტროლის გარეშე გაიარეს. ძმები, კახა და პაატა ივერიელები, და გია ტაბიძე “კანონიერი” გზით შეუერთდნენ დანარჩენებს თვითმფრინავში.

თვითმფრინავი “ტუ-134″ თბილისის აეროპორტიდან, მოსკოვის დროით, 1543 საათზე, აფრინდა, რომელსაც უნდა შეესრულებინა რეისი თბილისი-ბათუმი-კიევი-ლენინგრადი. თვითმფრინავში 58 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა.

იხილეთ ვრცლად...

http://ucnauri.com/



0 comment(s) to... “1983 წლის 18 ნოემბერი”