სიმღერების ათეული, რომელიც საბჭოთა დროის ტელევიზიის “პირველ არხს” გაგვახსენებს
Posted 2:45 PM by KOMUNA in თემები Pop, video, ბექა მოლაშვილი, ვიდეო, მედია, მუსიკა, ტელევიზია, შოუ ბიზნესიავტორი: ბექა მოლაშვილი
ძალიან რთულია იყო ქართველი და იყო აპოლიტიკური. შეიძლება სულაც არ გაღელვებდეს რა განცხადება გააკეთა უმრავლესობის ლიდერმა და რა უპასუხა ოპოზიციამ, მაგრამ როდესაც ათწლეულების მანძილზე ხელისუფლებისთვის ბრძოლა მუდმივად ქუჩაში გადმოდის და აგრესიულ ფორმას იძენს, ბუნებრივია გიწევს რაღაც-რაღაცეებში უკეთესად გარკვევა.
თავად არ ვიცი რამდენად უკეთ გავერკვიე ამ რაღაც-რაღაცეებში, მაგრამ გასულ თვეებში ტელევიზიის წინ მოძრაობის ბლოკირებამ და ნათქვამმა სიტყვებმა თუ გაფიქრებულმა აზრმა “აუ ისე ვერ გავალ, ტელევიზიასთან ხომ გადაკეტილია”, თავად სიტყვაც “ტელევიზია” მეტად აქტუალური გახადა ჩემთვის. მეც ნებსით თუ უნებლიედ დავიწყე ფიქრი ტელევიზიაზე, თუ როგორი იყო ის ადრე, რას გვთავაზობდა, გავიხსენე წამყვანები, გადაცემები და ბუნებრივია გამახსენდა ის მუსიკალური კლიპებიც, რომელებსაც მცირე დოზით მაგრამ მაინც გვთავაზობდნენ, რომ კვირის დილა უფრო რიტმული და დანარჩენი დღეების შუადღე უფრო მხიარული გვქონოდა.
0 comment(s) to... “სიმღერების ათეული, რომელიც საბჭოთა დროის ტელევიზიის “პირველ არხს” გაგვახსენებს”