კამათის ხელოვნება

Posted 3:05 PM by teona dalakishvili in თემები , ,


მართალია ჭეშმარიტება იბადება კამათში, მაგრამ, ხანდახან დგება მომენტები როდესაც ზოგიერთ ადამიანთან ურთიერთობისას კამათი და დავა ცხოვრების სტილი ხდება. ამასთან საბრძოლველად საჭიროა მივმართოთ გარკვეულ მეთოდებს. პაულა ჰალი გვირჩევს, კამათისას შემდეგნაირად მოვიქცეთ:
პირველ რიგში, აუცილებელია ვიყოთ თავდაჯერებულნი, უნდა შევიცნოთ საკუთარი თავი და პარტნიორის შეცვლის ნაცვლად ცვლილებები ჩვენსავე ქცევაში შევიტანოთ.
აუცილებელია დავადგინოთ კამათის მიზეზი; იქნებ დავა გამოწვეულია იმით, რომ გვსურს რაიმეს ავარიდოთ თავი? (მაგალითად პატიებას, ან პირიქით, ბოდიშის მოხდას.)
აუცილებელია გავარკვიოთ ხომ არ აქვს კამათის დროს ადგილი აგრესიას, ძალადობას, ზემოქმედების მოხდენის მცდელობას რომელიმე მხრიდან, ეს უთუოდ ცუდი ნიშანია, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ.
შესაძლოა კამათი გამოწვეული იყოს არა ორ ადამიანს შორის არსებული გაუგებრობით, არამედ გარე მიზეზებით, კარგად დაფიქრდით იქნებ თქვენი აღელვება მხოლოდ და მხოლოდ სტრესისა და გადაღლილობის ბრალია? სწორი მიზეზის აღმოჩენა უთუოდ დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში.
მოიქეცით როგორც ზრდასრული პიროვნება, ზრდასრულ ადამიანს ნამდვილად უნდა გააჩნდეს მოსმენისა და დათმობებზე წასვლის უნარი.
ნუ იტყვით: “შენ მე გამაბრაზე”, უმჯობესია აქცენტი საკუთარ თავზე გააკეთოთ და თქვათ: “მე გაბრაზებული ვარ”, იყავით საკუთარი თავის მენეჯერი, რადგან თქვენი გრძნობების მართვა ყველაზე კარგად სწორედ თქვენ შეგიძლიათ.
და ბოლოს: არსებობს რამოდენიმე პუნქტი, რომელიც დაგეხმარებათ პრობლემის და გაუგებრობის მოგვარებაში:
1. ისწავლეთ ადამიანების მოსმენა;
2. დაანახეთ ადამიანს რომ მისი არგუმენტები თქვენთვის საინტერესოა (დაუსვით დამატებითი კითხვები მოცემულ თემასთან დაკავშირებით)
3. მიაწოდეთ მეტი ინფორმაცია თქვენი არგუმენტების შესახებ.
4. ეცადეთ, თავი წარმოიდგინოთ მოწინააღმდეგის ადგილას, ამ შემთხვევაში თქვენ უფრო ადვილად მოახერხებთ მის გაგებას.
5. თქვით რასაც გულისხმობთ და იგულისხმეთ რასაც ამბობთ, ქარაგმები მხოლოდ და მხოლოდ გააღრმავებენ კამათს.
6. და ბოლოს გაიღიმეთ, ეს ყოველთვის შეარბილებს პრობლემებსა და გაუგებრობას ორ ადამიანს შორის.


0 comment(s) to... “კამათის ხელოვნება”