Esbjörn Svensson Trio - ს ბოლო ალბომი

Posted 12:53 PM by Anonymous in თემები , , , , , , ,

9018-2_e.s.t_Digi_05.2008

Esbjörn Svensson - ის გარდაცვალების შემდეგ, უკვე დამთავრებული ალბომის გამოშვება რამოდენიმე კვირით გადაიდო და ახლა გადაწყდა, რომ პირველ სექტემბერს, ლეიბლზე - ACT გერმანიაში გაყიდვაში გამოვა Esbjörn Svensson Trio-ს ბოლო ალბომი - Leucocyte.

e.s.t. გავლენიანი ტრიო იყო სკანდინავიური ჯაზის სამყაროში. 2008 წლის 14 ივნისს, პიანისტის Esbjörn Svensson - ის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ ბენდისგან დიდხანს არაფერი ისმოდა და 2007 წლის ჰამბურგის კონცერტი ბოლო ალბომი უნდა ყოფილიყო „ევროპის საუკეთესო ჯაზ ტრიოსათვის“. მაგრამ ახლა გახდა ცნობილი, რომ 16 მაისს ტრიომ უკვე დამთავრებული მასალა მიიტანა ჩამწერ კომპანიებში და ახალი ალბომიც თითქმის მზად იყო.

მასალა დისკისთვის ტურის განმავლობაში იწერებოდა და ბენდი სტუდიაში ყოველგვარი წინასწარ მომზადებული კომპოზიციების გარეშე მუშაობდა. უნდა ველოდეთ ცოცხალი საუნდით და შთაბეჭდილებებით სავსე ალბომს. 2006 წელს გამოსული Tuesday Wonderland პირიქით საკმაოდ დიდი მუშაობის შედეგი იყო აქ ყველაფერი წინასწარ იწერებოდა, პიანისტ Esbjörn Svensson -ს მელოდიები უკვე თითქმის დამთავრებული მიჰქონდა სტუდიაში. 2006 წლის ალბომი ექსპერიმენტებით სავსე გამოვიდა, სამაოდ დიდი, წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ბენდისთვის. ალბათ რაღაც მსგავსს - ახალსა და ექსპერიმენტალურს, უნდა ველოდეთ Leucocyte-სგანაც. დასანანია, რომ ეს უკანასკნელი დისკი იქნება e.s.t.-სათვის.



0 comment(s) to... “Esbjörn Svensson Trio - ს ბოლო ალბომი”