როგორ ვმართოთ ჩვენი დრო

Posted 9:11 PM by teona dalakishvili in თემები ,



ერთ-ერთი საკმაოდ აქტუალური პრობლემა ჩვენს რეალობაში არის დრო, რომელიც ხშირად არაა საკმარისი იმისათვის, რომ დასახულ მიზნებს მივაღწიოთ და საქმე ბოლომდე მივიყვანოთ.ამ პრობლემის მოიგვარება არათუ შესაძლებელი, საკმაოდ ადვილიც კია. ამისათვის საჭიროა თითოეული ჩვენს სამუშაო დღე სწორად დავგეგმოთ, რისთვისაც არსებობს გარკვეული წესები:
• გამოარკვიეთ რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი (სამუშაო), რომელიც შეესაბამება დროს და რაც მთავარია შესრულებადია.
• გამოიყენეთ დამგეგმავი და ამასთან მხოლოდ ერთი, როგორც პირადი, ასევე სამსახურეობრივი გრაფიკისათვის.
• შეადგინეთ საქმეების დეტალური სია (მაგ: მოვამზადოთ მოხსენების შესავალი და არა ვიმუშაოთ მოხსენებაზე)
• დაანაწილეთ თქვენი დაგეგმილი საქმიანობა A, B, C პუნქტებად იმისდა მიხედვით, რამდენად მნიშვნელოვანია თქვეთვის ესა თუ ის დავალება, დაიწყეთ დღე A ნაწილით, თუნდაც სხვა პუნქტი შესასრულებლად უფრო ადვილად მოგეჩვენოთ.
• დაგეგმილი საქმიანობის შემდეგ მიეცით თავს დასვენების და დასრულებულ საქმეზე ფიქრის უფლება.
• დაიტოვეთ დრო გაუთვალისწინებელი შემთხვევების, განსაკუთრებული მოვლენებისა და ფიქრისათვის.
• გახდით საკუთარი თავის მენეჯერი და გაანალიზეთ რა გჭირდებათ იმისათვის, რომ მაიღწიოთ დასახულ მიზნებს, როგორ უნდა შეიტანოთ ცვლილებები დღის გრაფიკში.
• ყოველთვის დაიტოვეთ დრო ოჯახის, ფიტნესის და გართობისათვის.


1 comment(s) to... “როგორ ვმართოთ ჩვენი დრო”