JUST FRIENDS OR...

Posted 11:49 PM by teona dalakishvili in თემები ,

შესაძლებელია თუ არა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს შორის წარმატებული მეგობრული ურთიერთობის არსებობა? ეს კითხვა არა მხოლოდ ფსიქოლოგთა განსჯის საგანია, არამედ საკმაოდ აქტუალური და ახლობელია თითქმის ყველა ჩვენგანისათვის. მით უფრო დღეს, როდესაც საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს ესოდენ მჭიდრო კონტაქტი აქვთ ერთმანეთთან: ერთად სწავლობენ, მუშაობენ, შესაბამისად მათ უწევთ ხშირი ურთიერთობა და საქმე მეგობრულ დამოკიდებულებამდეც მიდის. ალბათ ბევრს გაგჩენიათ კითხვა, ის რაც თქვენსა და თქვენს კოლეგას შორის ხდება უბრალოდ მეგობრობაა თუ “უფრო მეტი” ?
როგორც წესი ასეთი პრობლემები ნაკლებად იჩენს თავს იქ სადაც ორივე მხარეს ოჯახი ყავს, მაგრამ როგორც ფსიქოლოგმა რობი შმულეიმ დაასკვნა, ქალმა და მამაკაცმა ნებისმიერ სიტუაციაში უნდა დაიცვან გარკვეული წესები:
• თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ ლანჩი ერთად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, მაგრამ ერთად ვახშმობა საღამოს საათებში (განსაკუთრებით ალკოჰოლის თანხლებით) ამ შემთხვევაში არასასურველია.
• არ დაგეგმოთ ხანგრძლივი ფრენა ან მგზავრობა ერთად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კოლეგები ხართ.
• არ მისცეთ თავს საშუალება საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან ერთად მოხვდეთ რომანტიკულ სიტუაციაში
• არ გაუზიაროთ მას ისეთი საიდუმლო, რომელსაც არ უზიარებთ თქვენს მეორე ნახევარს.
• და ბოლოს, თქვენ ვერასდროს გახდებით იმ ადამიანის მეგობარი, რომელთანაც ადრე სასიყვარულო ურთიერთობა გაკავშირებდათ


0 comment(s) to... “JUST FRIENDS OR...”