რა სურთ კაცებს

Posted 1:12 PM by teona dalakishvili in თემები , ,

დღიდან ქალისა და მამაკაცის თანაარსებობისა ეს ორი საპირისპირო სქესი ერთმანეთისათვის გამოცანაა. მამაკაცების აზრით, ქალი ამოუცნობი არსებაა, ქალები კი თვლიან, რომ ისინი ვერასდროს შეძლებენ მამაკაცის სამყაროში შეღწევას. თუმცა, როგორც წესი, ქალები უფრო გულღიები არიან და მუდამ წუწუნებენ ძლიერი სქესის ჩაკეტილობასა თუ უემოციობაზე. კრის ბანის აზრით კი აი რას ფიქრობენ და რა სურთ სინამდვილეში მამაკაცებს:
ჩვენთვის ამოუცნობია ქალთა სამყარო, თუმცა მეორეს მხრივ, ჩვენ არასდროს დავფიქრებულვართ იმაზე, თუ რამდენად ამოუცნობნი ვართ თქვენთვის.
ჩვენ არ გამოვხატავთ ჩვენს ტკვილსა თუ ტანჯვას იმიტომ, რომ შევინარჩუნოთ გარეგნული ძალმოსილება, ასევე არ გვსურს ბოლომდე გავიხსნათ, რადგან გვეშინია, რომ ჩვენი შინაგანი სამყარო არც თუ საინტერესო იქნება თქვენთვის.
ჩვენ ვსაუბრობთ მარტივად და პრაგმატულად, რაც ქალებისთვის გაუგებარია. ჩვენ შესაძლოა არ დაგირეკოთ ორი-სამი დღის მანძილზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ არ გვახსოვხართ, უბრალოდ არ გვსურს რომ მხოლოდ მონადირეებად ჩაგვთვალოთ.
ჩვენ ძალიან ვნერვიულობთ იმაზე, თუ როგორ გამოვიყურებით და რა შთაბეჭდილებას ვახდენთ თქვენზე, და ყოველი პატარა მზრუნველი ნაბიჯი თქვენი მხრიდან ჩვენთვის უზომოდ სასიხარულოა.
თქვენ გგონიათ, ჩვენ ადვილად ვხვხდებით თქვენი მანერებისდა მიხედვით მოგწონვართ თუ არა? სინამდვილეში ჩვენ არ გამოვირჩევით მახვილგონიერებით.
ჩვენ გვსურს ჩახუტება, ან ხელის ჩაკიდება უფრო მეტად ვიდრე თქვენ წარმოგიდნენიათ.
ჩვენ ვიცით რომ თქვენ ჩვენზე მომხიბვლელები და კარგები ხართ და ყოველთვის გვიკვირს: რატომ გიყვარვართ?
და ბოლოს კრის ბანის აზრით ჩვენ უბრალოდ უნდ მივცეთ საშუალება მამაკაცებს შეიცნონ ჩვენი სამყარო, გაიგონ როგორ გვინდა რომ ვუყვარდეთ მათ და როგორი გვინდა რომ ვჩანდეთ მათ თვალში, როგორ უნდა დაგვინახონ სინამდვილეში ისეთები, როგორებიც გვინდა რომ დაგვინახონ.



1 comment(s) to... “რა სურთ კაცებს”