სილამაზე სტერეოტიპების გარეშე

Posted 7:17 PM by teona dalakishvili in თემები , ,
მითი, რომელიც ჰოლივუდში იღებს სათავეს დღესდღეობით დასავლური მედიის საშუალებით თითქმის ყველა ჩვენგანისათვის ნაცნობი და ხანდახან მწარე რეალობაა.
ოდესღაც ადამიანებმა შექმნეს სტერეოტიპები იდეალურ გარეგნობასთან დაკავშირებით, შემდეგ ეს სტერეოტიპები გამოჩნდნენ ყველგან: ჟურნალების გარეკანებზე, ტელევიზორებში, სარეკლამო დაფებზე და ბევრმა ადამიანმა რატომღაც დაასკვნა: იდეალური ცხოვრებისათვის, ერთი შეხედვით საჭიროა იყო ისეთი, როგორიც მითიური “იდეალები” არიან. რასაკვირველია შეუძლებელია ყველა იყოს ერთნაირი, ამიტომ მოიცვა მსოფლიო პანიკამ, რისი შედეგიც არის ისტერიული დიეტები, პლასტიკური ქირურგია და ღწვა იმისკენ, რომ დავემსგავსოთ სხვას, რაც ხელს უშლის საკუთარი შესაძლებლობების განვითარებასა და ცდას მაქსიმალურად ავითვისოთ ჩვენი ყველა დადებითი მხარე. ეს საზიანოა როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურადაც (ალბათ ყველას ახსოვს ფატალური დიეტების გარშემო ცოტა ხნის წინ ატეხილი აჟიოტაჟი)
და მაინც, ნუთუ აუცილებელია ვგავდეთ სხვას იმისათვის რომ ვიყოთ ბედნიერები? საჭიროა დავთმოთ ჩვენი საკუთარი “მე”-ს დიდი ნაწილი იმისათვის რომ გავხდეთ მეათეხარისხოვანი “სხვა”? როგორც ფსიქოლოგებმა დაასკვნეს ეს სულაც არ არის საჭირო. შეუძლებელია გვქონდეს “იდეალური” სხეული, ამიტომ ჩვენი ცდა და ნერვიულობა მხოლოდ და მხოლოდ არასრულფასოვნების შეგრძნებამდე მიგვიყვანს, რაც ნამდვილად დაგვაკარგვინებს ბედნიერებას და ამასთან მოსვენებასაც. საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ ვიზრუნოთ ჩვენი დადებითი მხარეების აღმოჩენასა და უკეთ წარმოჩენაზე და დავრწმუნდებით რომ ჩვენ უფრო ლამაზები და ბედნიერები ვართ სტერეოტიპების გარეშე.


0 comment(s) to... “სილამაზე სტერეოტიპების გარეშე”