კარლა ბრუნი ...sex, drugs and no Sarkozy

Posted 9:57 PM by KOMUNA in თემები , , , , , , , , , , , ,

კარლა ბრუნის ახალი პოპ ალბომი (Comme Si De Rien N'était (As If Nothing Had Happened), მთლიანად სექსზე და ნარკოტიკებზეა, სარკოზის ადგილი იქ არ არის – წერს უცხოეთის პრესა, თუმცა პრეზიდენტის მიმართ ლოიალურად განწყობილი ფრანგული გაზეთები ალბომს წარმატებულს უწოდებენ, `ეს ამერიკული ფოლკის და ფრანგული ლირკის ნაზავია” – წერენ ისინი. მიუხედავად ამისა, შეფასებებში გარკვეული სიფრთხილე მაინც შეიმჩნევა, როგორც ჩანს იმის გამო, რომ ალბომში აშკარად პროვოკაციული ტექსტებია. მაგალითად, სიმღერაში "You Are My Drug" ყოფილი მოდელი ვინმე ინკოგნიტო პერსონაზე მინიშნებას აკეთებს, რომელიც "more lethal than heroin from Afghanistan, more dangerous than white Colombian [cocaine]". სარკოზის ის არც სხვა სიმღერაში გულისხმობს "I am a child despite my 40 years and 30 lovers." პრესა აღნიშნავს, რომ ალბომზე მუშაობა მანამდე დაიწყო ვიდრე პირველი ლედი თავის მეუღლეს გაიცნობდა, მაგრამ ჯობდა ამის შესახებ განცხადება ალბომის გამოსვლამდე თავად გაეკეთებინაო. ყველა გამოკითხვით კარლა ბრუნის რეიტინგი საფრანგეთში 68% აღწევს, როცა მის მეუღლლის – 40%-ს არ სცილდება. პირველი ლედის ახალი ალბომი მუსიკალური მაღაზიების თაროებზე 21 ივლისს გამოჩნდება.



0 comment(s) to... “კარლა ბრუნი ...sex, drugs and no Sarkozy”