Rökkurró

Posted 2:52 AM by Anonymous in თემები , , , , , , , ,

rokkurro2

კიდევ ერთი მშვენიერი ბენდი ისლანდიიდან - Rökkurró. ჯგუფი 2006 წელს ჩამოყალიბდა და პირეველი 4 ტრეკიანი EP ექვსი თვის შემდეგ ჩაწერა. რამოდენიმე კონცერტის ჩატარების შემდეგ ჯგუფს საშუალება მიეცა ჩაეწერა ალბომი, რომელიც 2007 წლის დასასრულს უკვე მზად იყო და საკმაოდ დამაიმედებლად ჟღერს. ალბომი - Það kólnar í kvöld გამოვიდა ლეიბლზე 12 Tónar და თბილი, მშვიდი ჟღერადობითაა სავსე. აკორდეონს, ჩელლოს და გლოკენშპილებს უკვე მიჩვეულნი ვართ ისლანდიურ ინდი-ფოლკ ბენდებში, მაგრამ Rökkurró თავისი ორიგინალურობით და რითმულობითაა საინტერესო. დისკი საკმაოდ მრავალფეროვანია მუსიკალურად, თუმცა მდაბიო საუნდი ოდნავ დაბლა სწევს მის დონეს - ინსტრუმენტები მშრალად, უფერულად ჟღერს, მაგრამ Ingibjörg-ის ვოკალი ამის კომპენსირებას კარგად ახერხებს. ბენდის შესახებ უკვე ბევრი რეცენზია წავიკითხე და ყველგან მის მომავალ წარმატებებზეა საუბარი, მართლაც ასეთი მუსიკა ნებისმიერ მსმენელს დააინტერესებს. Rökkurró - სიმღერების მოსმენა თავად შეგიძლიათ ჯგუფის მაისპეისზე myspace.com/rokkurro



0 comment(s) to... “Rökkurró”