უკან გამოქვაბულისკენ

Posted 2:39 AM by KOMUNA in თემები , , , , , ,

რა ემართება ადამიანს, როდესაც ის კომპუტერულ თამაშს იწყებს? ყველაზე ცივილიზებული საშუალო სტატისტიკური მამაკაციც კი პირველყოფილ ადამიანად გადაიქცევა – ამტკიცებენ ბრიტანელი მკვლევარები. მათი ექსპერიმენტი კომპუტერული თამაშების დროს თავის ტვინში მიმდინარე პროცესების შესწავლას მიეძღვნა. ექსპერიმენტში მამაკაცებთან ერთად ქალებიც მონაწილეობდნენ, რომლებსაც თავზე ჯერ ტომოგრაფთან მიერთებული ელექტროდებიანი ჩაფხუტები ჩამოაცვეს, შემდეგ კი სპეციალური კომპუტერული თამაშის დაწყება შესთავაზეს. თამაშის მთავარი პრინციპი გახლდათ, რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის დაპყრობა. ექსპერიმენტის შედეგად გაირკვა, რომ მამაკაცები და ქალები განსხვავებული მოტივაციით მოქმედებდნენ. მამაკაცების ტვინის მოქმედება დაპყრობილი ტერიტორიების ზრდის პარალელურად აქტიურდებოდა. მართალია ქალებიც წარმატებულად თამაშობდნენ, მაგრამ მათი ლტოლვა გამარჯვებისკენ მამაკაცებისას ბევრად ჩამორჩებოდა. დასკვნა: `კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მამაკაცები თავისი ბუნებით დამპყრობლები არიან, რასაც მოწმობს კიდეც მათი ასეთი დამოკიდებულება ტერიტორიებისადმი”.



1 comment(s) to... “უკან გამოქვაბულისკენ”