Sigur Rós

Posted 12:53 PM by KOMUNA in თემები , , , , , , , , , ,

ARTIST / BAND: Sigur Rós

SONG (MP3): Gobbledigook

ALBUM: Með suð i eyrum við spilum endalaust

FILE UNDER: Indie / Ambient / Experimental

LABEL: EMI / XL Recordings

INFO: ბრეტ პიტის და დევიდ ბოუის  საყვარელი ისლანდიური კოლექტივის ახალ ალბომს მსოფლიო 23 ივნისს იხილავს. მანამდე კი ჩრდილოელი რომანტიკოსები პირველ სინგლს აქვეყნებენ უფასო MP3 ის და ვიდეოკლიპის სახით. ალბომის პროდიუსერი ბრიტანელი ლეგენდარული Flood (U2, Depeche Mode, The Smashing Pumpkins, PJ Harvey, The Killers, Goldfrapp) გახლავთ. სხვათაშორის, ხმები დადის რომ  Flood ნიკა კაჩაროვის "ლოლიტებით" დაინტერესდა და შეიძლება მის პროექტზე იმუშავოს.

რაც შეეხება Gobbledigook  ს, სიმღერა დასარტყამ ინსტრუმენტებზეა ორიენტირებული და ოპტიმისტური შეძახილებით არის სავსე, რაც საკმაოდ უჩვეულოა ჯგუფისათვის. კლიპში, როგორც ყდაზე, რამდენიმე ნუდისტი ტყე–ტყე დარბის. ისლანდიელები ამ ბოლო დროს ამერიკელ არტისტ Ryan McGinley სთან ტუსაობენ და შესაბამისად ალბომის მთელი შეფუთვაც მაკგინლის გავლენის ქვეშ არის.

კლიპის ოფიციალური ვერსია შეგიძლია აქ იხილო >>>



1 comment(s) to... “Sigur Rós”