მიუზორამას ახალი გამოშვება შეგიძლია მოისმინო ყოველ კვირას ღამის 11 საათზე რადიო ფორტუნას ეთერში. ფლეილისტში წარმოდგენილი ყველა სიმღერა შეგიძლია ლეგალურად და უფასოდ ჩამოტვირთო ბმულებიდან.
ჩამოქაჩე მთელი გადაცემა აქ ან ყველა სიმღერა ცალ–ცალკე ქვემოდ.
The Hood Internet - Watch My Big Feet Jump (Dude N Nem ft Twista vs Office)
Brendan Canning - Hit The Wall
The Dandy Warhols - The World the People Together (Come On)
The Long Blondes - Here Comes The Serious Bit
Love Is Chemicals - Our Darkest Days and Nights
Gentleman Auction House - We Used to Dream About Bridges
Golden Shoulders - Everybody's Trying To Be My Villain
PRODUCED BY KOMUNIKATORI
ARTIST / BAND: Sigur Rós
SONG (MP3): Gobbledigook
ALBUM: Með suð i eyrum við spilum endalaust
FILE UNDER: Indie / Ambient / Experimental
LABEL: EMI / XL Recordings
INFO: ბრეტ პიტის და დევიდ ბოუის საყვარელი ისლანდიური კოლექტივის ახალ ალბომს მსოფლიო 23 ივნისს იხილავს. მანამდე კი ჩრდილოელი რომანტიკოსები პირველ სინგლს აქვეყნებენ უფასო MP3 ის და ვიდეოკლიპის სახით. ალბომის პროდიუსერი ბრიტანელი ლეგენდარული Flood (U2, Depeche Mode, The Smashing Pumpkins, PJ Harvey, The Killers, Goldfrapp) გახლავთ. სხვათაშორის, ხმები დადის რომ Flood ნიკა კაჩაროვის "ლოლიტებით" დაინტერესდა და შეიძლება მის პროექტზე იმუშავოს.
რაც შეეხება Gobbledigook ს, სიმღერა დასარტყამ ინსტრუმენტებზეა ორიენტირებული და ოპტიმისტური შეძახილებით არის სავსე, რაც საკმაოდ უჩვეულოა ჯგუფისათვის. კლიპში, როგორც ყდაზე, რამდენიმე ნუდისტი ტყე–ტყე დარბის. ისლანდიელები ამ ბოლო დროს ამერიკელ არტისტ Ryan McGinley სთან ტუსაობენ და შესაბამისად ალბომის მთელი შეფუთვაც მაკგინლის გავლენის ქვეშ არის.
კლიპის ოფიციალური ვერსია შეგიძლია აქ იხილო >>>