Nevermind

Posted 6:29 PM by KOMUNA in თემები , , , , , , , ,

image

გახსოვთ ნირვანას ალბომის ყდა? არ გაინტერესებთ რა მოუვიდა იმ ბავშვს რომლის პენისი მთელი მსოფლიოს როკ მუსიკის თაყვანისმცემლებმა ზეპირად შეისწავლეს?

17 წლის სპენსერ ილდენი (Spencer Elden) დღეს ლოს ანჟელესში ცხოვრობს, ამბობს რომ ნორმალური მოზარდია, თუმცა იმას რასაც საჯარო პერსონის გარშემო შექმნილი ატმოსფერო ჰქვია დღემდე განიცდის.

Nevermind ნირვანას 1991 წლის ალბომია. ის როკ მუსიკის ისტორიაში საეტაპო ალბომის რეპუტაციით სარგებლობს, კრიტიკოსების შეფასებით `მან როკ მუსიკის სახე შეცვალა”. ამ ისტორიულ მომენტში სპენსერის მონაწილეობა აბსოლუტურად შემთხვევითია.

image

მისი მამა, რიკი ფოტოგრაფ კირკ უედლის (Kirk Weddle) მეგობარი იყო, რომელიც ალბომის ყდაზე მუშაობდა. ერთ დღესაც ის სპენსერის მამას უყვება, რომ მთელი კვირაა ბავშვებს იღებს, და სთავაზობს, შენს შვილს აუზში თუ გადამაღებინებ 200 დოლარს გაგაკეთებინებო. რიკიც დათანხმდა. მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ რომ რამე განსაკუთრებულს აკეთებდნენ. ორი თვის შემდეგ Geffen Records -მა ერთი წლის სპენსერს პლატინის ალბომი და სათამაშო დათვი გაუგზავნა. Nevermind 26 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. სანამ პატარა სპენსერი სიარულს, ლაპარაკს და შემდეგ სიმღერასაც ისწავლიდა, მის ფოტოს უკვე მოვლილი ჰქონდა მილიონობით ფანის სახლის კედლები და არა მხოლოდ კედლები. მოგვიანებით სპენსერის თანატოლებს მისთვის ხუმრობით არაერთხელ უთქვამთ, რომ ჰოლივუდში, მუსიკალურ მაღაზიაში ნახეს, სადაც მისი გამოსახულება (ალბომის ცნობილი ყდა) მაღაზიის იატაკს ამშვენებდა.

სპენსერი ამბობს, რომ დღეს სულ სხვა დროა, ის შეწუხებულია რომ ვიდეო თამაშებით, კომპიუტერებით და სულელი გოგონებით გატაცებული მისი თანატოლები 90-იანი წლების მოზარდებს არ გვანან, არ ქმნიან ნამდვილ, ცოცხალ ბენდებს. ამის მიუხედავად ამბობს, რომ ცხოვრება ძალიან მოსწონს, მოქმედება სურს და ცხოვრების გზაზე მოგზაურობას გეგმავს.

image სამხედრო სასაზღვრო სკოლაში ექვსთვიანი `მოგზაურობის~ შემდეგ ის სკოლის ერთი წლით ადრე დამთავრებას აპირებს, შეიძლება სწავლა West Point -ის სამხედრო აკადემიაში გააგრძელოს, ან სულაც არტისტი გახდეს "I just take it as it comes. If I like it, I like it; if I don't like it, I don't like it."


0 comment(s) to... “Nevermind”