როზა დაბრუნდი!!!
Posted 10:38 AM by KOMUNA in თემები disco, electro, Music, Pop, roisin murphy, ამბები, თბილისი, კონცერტი, მოდა, მუსიკა, სერგი გვარჯალაძეაი ასეთი შეძახილებით აცილებდა ქართული " VIP პუბლიკა" გუშინ როუშინ მერფის. მიუხედავად იმისა რომ Sing It Back ვერ მოვისმინეთ (და პრინციპში არც იყო საჭირო) ჩვენ თბილისში ჩატარებული უდაოდ ერთ–ერთ საუკეთესო კონცერტის მომსწრენი გავხდით. აქცენტი რასაკვირველია აქტუალურ ალბომზე (Overpowered) იყო გაკეთებული, მაგრამ ფაქტიურად ყველა სიმღერა სპეციალურ საკონცერტო ვერსიაში იქნა შესრულებული. როუშინის გამოსვლა სავსე იყო ემოციური აფეთქებებით და ბრეხტისებური ინსცენირებებით, რომელსაც უკვე სამარკო ნიშნად გცეული მინიმალისტური მაგრამ საოცრად დახვეწილი კოსტიუმების ცვლა ახლდა.
0 comment(s) to... “როზა დაბრუნდი!!!”