მგზავრები ავიაკომპანიების წინააღმდეგ
Posted 5:23 PM by KOMUNA in თემები ავიაცია, ამბები, ამერიკა, თეონა გეგელია, მოგზაურობა, სექსი, შეერთებული შტატები, ცხოვრების სტილი![]() | ამერიკელი ექსპერტები შეშფოთებულები არიან, რომ ბოლო დროს თვითმფრინავის მგზავრთა უდიდესი ნაწილი ტრანსპორტის ამ სახეობით სარგებლობისას სულ უფრო მიუღებლად |
იქცევა. თვითმფრინავში ადამიანები ისეთ რაღაცეებს აკეთებენ, რასაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არასდროს იკადრებდნენ. წარბებს იპუტავენ, ფრჩხილებს იჭრიან, ცხვირში იქექებიან და ხშირად ყველას თვალწინ სექსზეც არ ამბობენ უარს. ფსიქოლოგები თვლიან, რომ ეს თავად ავიაკომპანიების დამსახურებაა. რეისების დაგვიანება, დაკარგული ბარგი და კლიენტებისადმი არაკორექტული დამოკიდებულება - მგზავრებს ქვეცნობიერად შურისძიებისკენ უბიძგებს. ისინი არ უფრთხილდებიან იმ გარემოს რომელშიც რამდენიმე საათით უწევთ ყოფნა და თვითმფრინავის სალონებს საშინლად ანაგვიანებენ. ამას ისიც ემატება, რომ რეისებს შორის სალონებს ძალიან ზედაპირულად ალაგებენ, რის გამოც მორიგი მგზავრისთვის ყველაზე
"სახიფათო” სალონის შუა ნაწილში არსებული სავარძლების საზურგეებში ხელის ჩაყოფაა. აქ თქვენ შეიძლება ჭუჭყიანი პამპერსები, ჰიგიენური პაკეტები და საჭმლის ნარჩენები | ![]() |
დაგხვდეთ. არსებობს მოსაზრება, რომ ტრანსპორტის დეჰუმანიზაციას სერვისის ავტომატიზირებაც უწყობს ხელს - მგზავრებს ავიაკომპანიის ცოცხალ წარმომადგენლებთან ურთიერთობა ნაკლებად უწევთ, რაც მატი პასუხისმგებლობის ხარისხს კიდევ უფრო აქვეითებს.