ავტორი: linguistuss
ყოფილ საბჭოეთში ორი ფრანგი ავტორი უყვარდათ ზომაზე მეტად – ალექსანდრე დიუმა–მამა და მორის დრიუონი. დიუმას მწვანე ტომეული ახლაც მიჭრელებს თვალს, დრიუონის “წყეული მეფეები” კი ყოველთვის მთრგუნავდა. რა ჩემი ბრალია, რომ გაგანია საბჭოეთში დავიბადე, წიგნებიც და ლიტერატურაც სახლში შესაბამისი დამხვდა, ჰოდა ვიჭრელებდი თვალებს – გადმოვიღებდი ამ დრიუონს და ვათვალიერებდი, ვფურცლავდი, სქოლიოებს ვკითხულობდი, წინასიტყვაობას, ბოლოთქმას… აი, შვიდივე ტომის წაკითხვა არასოდეს განმიზრახავს, აკი ვთქვი მთრგუნავდა მეთქი… ასევე არ მესმოდა თუ რას ნიშნავდა სატიტულო გვერდზე წარწერილი სიტყვა “მაუდიტს” (მაშინ ასე ვკითხულობდი).
საბჭოთა კავშირი რომ დაინგრა, ათასწლეული რომ შეიცვალა, ფრანგულის სწავლა დავიწყე. ჰოდა, ერთ–ერთ “ტოპიკ”–ში წავაწყდი ამ “მაუდიტ”–ს, რომელიც უკვე “მოდი”–თ ქცეულიყო ჩემთვის. აღარ ჩავუღრმავდები შემდეგ დეტალებს, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ეს სიტყვა შემდგომში ორჯერ შემომხვდა – ფრანგულ პოეზიაში, სადაც შარლ ბოდლერს Poète maudit–ს უწოდებენ და მე–20 საუკუნის ერთ ნაღვლიან ისტორიაშიც აღმოვაჩინე, ამედეო მოდილიანის გრძელსახეებიან ქალებს რომ შევავლე თვალი, რომელთა ხათრით ამასწინათ 1958 წელს გადაღებული ფილმი ვნახე, “მონპარნასის 19″ – ჟერარ ფილიპის და ანუკ ემეს მონაწილეობით.
ფილმი ჟანა ებიუტერნისა და ამედეო მოდილიანის ტრაგიკულ სასიყვარულო ისტორიას ეძღვნება. ღარიბი და უსახელო ამბიციური მხატვარი ამედეო, შეძლებული ოჯახის შვილს, ჟანას გაიცნობს, მერე ჟანა მონპარნასის 19–ში გადაბარგდება, სადაც ამედეო ტუბერკულოზით დაავადდება და კვდება და მერე რვა თვის ფეხმძიმე ჟანა თავს იკლავს. ფილმში ეს ყველაფერი არაა ნაჩვენები, თუმცა რაც ნაჩვენებია ისედაც საკმარისი იყო, საღერღელი რომ ამშლოდა ამ “მოდი”–ზე, იმდენჯერ ეძახის ფილმში ჟანა მოდილიანის “მოდის”. ერთ–ერთ ეპიზოდში წყვილი ლათინურ კვარტალში, ლუქსემბურგის ბაღის გვერდით სეირნობს და ვიფიქრე, ახლა ჟანამ ამედეოს რომ უთხრას – “მოდი, საყვარელო ბაღში შავიდეთ” – რა ღადაობა იქნება, რობერტ ასპრინის სტილში მეთქი, რომელიც შემჩნეულია სხვადასხვა ისტორიული პერსონაჟებისათვის იმ ფრაზების მიწერაში, რომლებიც მათ არასოდეს უთქვამთ.
იხილეთ გაგრძელება>>>linguistuss.com
ავტორი linguistuss
პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში, სანამ ფანჯრიდან თბილისისაკენ გასაფრენად გამზადებულ ჯორჯიან ეარვეიზის თვითმფრინავს ვუმზერდი, დროის მოკვლის მიზნით დიუთი–ფრის მივაშურე. წიგნების განყოფილებაში ჩემი ყურადღება ლიბანელი მწერლის, ამინ მაალუფის რომანებმა მიიპყრო. ამ მწერლის შესახებ მხოლოდ ის ვიცოდი, რაც მანამდე ვიკიპედიაში მქონდა წაკითხული:
Amin Maalouf (Arabic: أمين معلوف), born 25 February 1949 in Beirut, is a Lebanese author. Although his native language is Arabic, he writes in French, and his works have been translated into many languages. He received the Prix Goncourt in 1993 for his novel The Rock of Tanios (English translation of, Le Rocher de Tanios).[1]
კარგად მახსოვს, ეს ავტორი თავის დროზე იმიტომ დამამახსოვრდა, რომ ომარ ხაიამზე აქვს დაწერილი რომანი “სამარყანდი”, რომელსაც მაშინ ინტერნეტში ვერ მივაგენი და დიდი ხნის ძებნის შემდეგ ამინ მაალუფის არსებობის შესახებ დავივიწყე კიდეც, თუმცა როგორც აღმოჩნდა დროებით, ვინაიდან ამ საინტერესო ადამიანთან შეხვედრა, როგორც ჩანს ჩაწყობილი იყო, სადღაც ზევით და ჩემგან დამოუკიდებლად. დიუთი–ფრიში მისი ორი რომანი ვიყიდე – “სამარყანდი” და “ლეონ აფრიკელი“, რომელთა წაკითხვას უახლოეს მომავალში ვგეგმავ, თუმცა ეს პოსტი იმიტომ არ იწერება, რომ ჩემი პარიზული ბიბლიოფილიური შოპინგის მოკლე აღწერა შემოგთავაზოთ.
დღეს ჩემი შენაძენი გადმოვიღე და თვალიერება დავუწყე…
ავტორი – linguistuss
გუშინ გაზეთმა გარდიანმა უკანასკნელი ათწლეულის, რომელსაც ბრიტანელები Noughties უწოდებენ, ყველაზე გაყიდვადი ავტორების სია გამოაქვეყნა. მთავარი კრიტერიუმი არა მიღებული შემოსავალი, არამედ გაყიდული წიგნების რაოდენობა იყო. პირველი ადგილი არ გამკვირვებია დეიდა ჯოს რომ ერგო, თუმცა დანარჩენ 99–ში ისეთი ავტორები დავლანდე, რომლებიც მე პირადად პირველად გავიგე…
1. JK Rowling 29,084,999 (£225.9m)
2. Roger Hargreaves 14,163,141 (£26.6m)
3. Dan Brown 13,372,007 (£74.1m)
4. Jacqueline Wilson 12,673,148 (£69.9m)
5. Terry Pratchett 10,455,397 (£77.2m)
6. John Grisham 9,862,998 (£65.9m)
7. Richard Parsons 9,561,776 (£49.2m)
8. Danielle Steel 9,119,149 (£51m)
9. James Patterson 8,172,647 (£53.8m)
10. Enid Blyton 7,910,758 (£31.2m)
11. Bill Bryson 7,409,656 (£61.2m)
12. Patricia Cornwell 7,355,180 (£49.8m)
13. Jamie Oliver 7,244,620 (£89.5m)
14. Daisy Meadows 7,149,788 (£24.1m)
15. Ian Rankin 6,848,039 (£44.3m)
16. Julia Donaldson 6,621,594 (£33.7m)
17. Alexander McCall Smith 6,609,779 (£40.6m)
18. Francesca Simon 6,564,681 (£31.6m)
19. Bernard Cornwell 6,297,911 (£45.5m)
20. Roald Dahl 6,169,406 (£33.8m)
ავტორი – linguistuss
ერთი თვის წინ დუბაიში მეტროპოლიტენი დიდი ზარზეიმით გახსნეს. ეს ფაქტი ერთი ჩვეულებრივი ხაბარი (ახალი ამბავი არაბულად) იქნებოდა, რომ არა გახსნის სპეციალურად შერჩეული თარიღი: 2009 წლის 9 სექტემბერი, 9 საათი, 9 წუთი და 9 წამი. რა ამბავი ცხრიანებია მეთქი გავიფიქრე უცებ და ჩემს მეხსიერებაში ცხრიანები სამარადჟამოდ დაუკავშირდა დუბაის მეტროპოლიტენს. არადა რომ გახსნილიყო 23 ოქტომბერს რა მოხდებოდა ვითომ? რატომ უყვართ ადამიანებს ასე სიმბოლოებით აზროვნება?! ტყუილად არ უწოდებდა, როგორც ჩანს, ერნსტ კასირერი ადამიანებს “სიმბოლურ ცხოველებს”!
შარშან, როდესაც ჩემი კორპუსის თავზე Su-24–ების ზუზუნი მესმოდა ჩინელებმა რიცხვების სიმბოლური ორგია მოაწყეს. გახსოვთ ალბათ, ოლიმპიადის გახსნის თარიღი 2008 წლის 8 აგვისტო, 8 საათი 8 წუთი და 8 წამი იყო. ჩინელები ნუმეროლოგიაში უფრო შორს წავიდნენ და ამ ყველაფერს ახსნა მოუძებნეს. ჩვენს კულტურაში რვა ბედნიერების მომტანი რიცხვიაო, რაც თავის მხრივ იმით გამოიხატება, რომ ჩინურ ენაში კეთილდღეობისა და რვიანის (“ბა”) აღმნიშვნელი იეროგლიფები ერთნაირად იკითხებაო. სწორად იმავე მიზეზის გამო რიცხვი ოთხი (“ში”) მათთვის სიკვდილისა და უიღბლობის სიმბოლოდაა მიჩნეული, რაც განსაკუთრებული ფობიით ტეტრაფობიით გამოიხატება.
ავტორი – linguistuss
პაწა ფულის შოვნა მინდა, კრიზისია დედაარღნიანი
უცნობი იუზერი
ბოლო დროს ძალიან ფართოდ გავრცელდა ფრაზეოლოგიზმი “დედაარღნიანი”, რომელსაც მეორე ფორმაც აქვს – “დედაარღნილი”, ამასთან რომელი ჟარგონის ევფემიზმიცაა ეს “დედაარღნიანი” ყველას კარგად მოეხსენება. საინტერესო ამ შემთხვევაში ამ სიტყვის წარმოშობაა, რომელსაც ვერსად ვერ მივაკვლიე, თუმცა საკუთარი მოსაზრება გამაჩნია ამის თაობაზე. პირველად როცა ეს სიტყვა გავიგე, სახტად დავრჩი, ვერ მივხვდი რა შუაში იყო არღანი, თუმცა თუ კარგად დავაკვირდებით, ეგრევე ეტყობა, რომ არღანი არაფერ შუაშია.
ავტორი – linguistuss
თუკი თქვენც ჩემნაირთა რიცხვს განეკუთვნებით და არ იცით რა არის წიწიბო, გულს ნუ გაიტეხთ, ჩვენნაირები მრავლად არიან. არადა ნაჭამი მაქვს ბავშვობაში წიწიბო, აქა–იქ მზესუმზირის გამყიდვლები კვლავაც ჰყიდიან მას, თუმცა ამჯერად სულ სხვა რამეზე მსურს საუბარი: მცენარეზე, რომლის სახელის ხსენება საქართველოში ოპოზიციონერობას ნიშნავს… ჰო, “გრეჩიხა”–ზე, უფრო სწორად კი წიწიბურაზე მოგახსენებთ, რომლის სახელიც შემთხვევითი არ არის, სწორად ამ არაშემთხვევითობაზე მოგახსენებთ ქვემოთ.