სერგი გვარჯალაძე - "შანსი"

Posted 12:02 AM by KOMUNA in თემები , , ,


მეგობრებო ქიშოს ეს სიმღერა ყოველთვის ძალიან მიყვარდა და შარშან დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მივწერე და უარი არ მითხრა ქავერის გაკეთებაზე. როგორც იქნა ჩავწერე ეს სიმღერა, გიო ასანიშვილის, გიორგი გვარჯალაძის, თორნიკე ჯაფიაშვილი და სანდრო კვაჭაძის დახმარებით, რისთვისაც მათ უღრმესი მადლობა. მოკლედ საბოლოოდ ვერ გადავწყვიტე და ვერც მოვიცალე, რომ ეს ციკლი დამესრულებინა და ალბომის სახე მიმეცა და ძალიან გული მწყდებოდა, რომ უახლოესი მეგობრების გარდა ვერავის მოვასმენინე. ასე რომ თუ ვინმეს გინდათ ეს სიმღერა აჩუქოთ ან თვითონ გინდათ აყვეთ და ვიდეო გადაიღოთ (ტექსტი სუბტიტრების ღილაკით შეგიძლიათ ჩართოთ) არ დაიზაროთ გაავრცელეთ, გადაიღეთ, მოუბოდიშეთ ვინემს ან შეურიგდით. ხო, ვალენტინობის დღეა მაგრამ სხვა დღეებშიც მოსულა. ხოდა აზრიც მითხარით რასაკვირველია.

სერგი გვარჯალაძე




0 comment(s) to... “სერგი გვარჯალაძე - "შანსი" ”