SoundSpring - ექსპერიმენტული მუსიკის ფესტივალი ბათუმში

Posted 4:38 PM by KOMUNA in თემები , ,


facebook.com/SoundSpring


ბათუმში ექსპერიმენტული, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „SoundSpring“  გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას  გოგი ძოძუაშვილი, ნიკა მაჩაიძე, ტუსია ბერიძე, ჟორჟიკა, გაჩა, რეზო ღლონტი, ლევან მაისურაძე, ტეტე, გიორგი სამსონია, ქუჯი დავითულიანი, Vincent Volt, ირაკლი აბრამიშვილი, OID (ანდრეი ანტონეც) მიიღებენ. 

Batumi Experimental Electronic Music Festival  წელს პირველად იმართება. ფესტივალი მოიცავს საგანმანათლებლო (ლექციები, ვორქშოპები) და პერფორმატიულ (მუსიკა, ვიდეო ) სეგმენტებს.

„SoundSpring“ ორგანიზებულია ორგანიზაცია „Micro-ფონი“-ს მიერ, რომლის საქმინობა რეგიონში თანამედროვე, ექსპერიმენტული ხელოვნების წარმოჩენა და განვითარებაა.

„SoundSpring“   25-26-27 აპრილს გაიმართება, ანბანის კოშკის მიმდებარედ Miracle parck-ში მდებარე გალერეა 41/41-  ში.  ფესტივალზე ბილეთები არ გაიყიდება, დასწრება თავისუფალია.







0 comment(s) to... “SoundSpring - ექსპერიმენტული მუსიკის ფესტივალი ბათუმში”