ვიდეოგრაფია (სერგი გვარჯალაძის მიერ შერჩეული ვიდეოკლიპების კრებული I )

Posted 4:28 PM by KOMUNA in თემები , , , ,

მაშინ, როდესაც ყველას ეგონა რომ მუსიკალური ვიდეო სულ ცოტახანში მივიწყებას მიეცემოდა ინტერნეტი აჩქარდა და საშუალება მოგვცა უფრო ხარისხიანი ვიდეო მასალა გვენახეი, ამჯერად, უკვე ჩვენი კომპიუტერების მონიტორებზე. რუბრიკაში ვიდეოგრაფია, რომელიც სატელევიზიო ვერსიის სახით, პირველად გადაცემა იმედიატორში გავიდა (2013), მე შევეცდე ის კლიპები წარმომედგინა, რომლებიც პირადათ მომწონს ან რომლებმაც თვითონ სიმღერის, ვიზუალის ან შეიძლება მოულოდნელი ხერხის  გამო არაერთხელ ვნახე და თქვენც მინდა გაგიზიაროთ. 

(სულ მალე არტარეაზე ეს პროექტი გაგრძელდება)

ამ კრებულს კი შემდეგი საერთო სათაურის ქვეშ გავაერთიანებდი - დამაბნეველი ტრიუკები და გულის ამაჩუყებელი სენტიმენტები. ცოტა არ იყოს დამაბნეველი კლიპი, რომელიც  ჩრდილო ამერიკული ტრიოს On and On ის  სადებიუტო ალბომისათვის Give In იქნა გადაღებული. საქმე იმაშია რომ ამ რგოლის ვიზუალური ესთეთიკა აშკარად არ ემთხვევა სიმღერის ჟანრს. კლიპის გმირების - ორი ჰევი მეტალისტის ტრიუმფალური სვლა ქალაქის "ძუნძგლიან" გარეუბნებში აშკარად ოცდამეერთე საუკუნის ინდიპოპ ვოკოდერის ფონზე ვითარდება რაც გარკვეულ ერორს იწვევს გამოცდილი მეტალისტ - კლიპომანის გონებაში.






ასეთივე დამაბნეველი ხერხის გამოყენება გადაწყვიტა ბერლინურმა ელექტრო პოპ დუეტმა Iberia მ. მათი ინტერესი ამჯერად კიდევ ერთ სუბკულტურალურმა ქვედანაყოფმა  ანუ ჰარდქორ ტექნოს სცენამ გამოიწვია.
კლიპიდან ვსწავლობთ, იმისათვის რომ იყო ნამდვილი ჰარდქორ ფანი უნდა გეცვას ნაიკები, ბომბერის ანუ სქინჰედ ქურთუკი, თავი ან სულ გადაპარსული უნდა გქონდეს ან მინიმუმ მოკლედ შეჭრილ იროკეზს უნდა ატარებდე. თუ ყველაფერ ამასთათან ერთად კამუფლირებული სამხედრო შარვალიც გაცვია და შენი ნაშა ასეთივე აპარსულ კამუფლირებულია ეს იმას ნიშნავს რომ ცხოვრებას ტყუილა არ ჩაუვლია და შენ ნამდვილი ჰარდქორ ტიპი ხარ.






რეჟისორი Patrick Daughter თავის კლიპში ფრანგული ჯგუფიისათვის  Phoenix   კიდევ უფრო შორს წავიდა და ჯგუფის ახალი სიმღერისათვის მაღალბიუჯეტიანი პსეუდო კორეული საპნის ოპერა გადაიღო, რომელშიც ჟანრის ყველა წესის მიხედვით მთავარი გმირი კეთილი მუსიკოსია (ამ შემთხვევაში ცოტა არ იყოს ანდროგენული გარეგნობის) ხოლო მისი ოპონენტი კი თვალებ მოხატული გაიძვერაა, რომელიც მთავარ გმირს რაღაცას ერჩის მაგრამ რას კონკრეტულად სამწუხაროდ ბოლომდე ვერ ვიგებთ. ეჭვი მაქვს რომ კლიპის კორეულ მანერაში გადაღება გამოიწვია სიმღერაში პერიოდულად გაჟრერებულმა სამხრეთაზიურმა მუსიკალურმა ფრაზამ და შესაძლოა მოჯირითე იუტუბ ვარსკვლავის სუპერ წარმატებულობამაც. ინტერესი სამხრეთ კორეის მიმართ ხომ ბოლო პერიდში აშკარად გაასმაგდა.



ახლა კი თემა გამოვცვალოთ და ცოტა ხნით ბავშობის მოგონებებს დავუთმოთ ჩვენი გონება. დარწმუნებული ვარ ჩვენი მკითხველის გარკვეული ნაწილისათვის, განსაკუთრებით მამაკაცებისათვის ეს მუსიკალური ვიდეო რგოლი უცხო არ იქნება. ძმებო, ვიცი თქვენც გქონიათ მსგავსი ფანტაზიები სკოლის მასწავლებლის მიმართ მაგრამ არამგონია ბევრი თქვენთაგანისათვის ეს ფანტაზიები ასეთი ანიმა-ფსიქოდელიური მოგზაურობით დამთავრებულიყო. აქ შეგიძლიათ კლიპის მეიკინ ოფი და  რეჟისორ  David Wilson ინტერვიუ იხილოთ, სადაც ის მოგიყვებათ თუ როგორ მოუვიდა მას იდეა Tame Impala ს ამ სიმღერის გადაღებისათვის.  









დაბოლოს კიდევ ერთი ვიდეონაწარმოები, რომელიც ბავშობის წლების სენტიმენტს აღვივებს. რა უნდა ქნა როდესაც მთელი ბავშობა 80 იანებში ბრეიკდენსის ცეკვაში გაქვს გატარებული და ის ცეცხლი კიდევ არ ჩამქრალა, ახლა კი უკვე 40 წელს გადაცილებული ხარ, ქალაქის არც ისე პრესტიჟულ უბანში ცხოვრობ და დაცვის სამსახურში მუშაობ.
ალბათ რომელიღაც ძველ მიტოვებულ ინდუსტრიულ ნაგებობას უნდა მიაშურო და შეეცადო განმარტოვებული ცეკვით ის დაუვიწყარი წლები დაიბრუნო, ალბათ ეს არის ამ ვიდეოს პათოსი. ასე რომ  თუ 90 იანების დასაწყისი ლადო ბურდულის ფაბრიკაში გაქვთ გატარებული ის დროა კოსტავას ქუჩისაკენ აიღოთ გეზი, იქ ხომ დღესაც არაფერი შეცვლილა.
ხოლო რაც შეეხება ძმებ Lawrence ების პროექტს Disclosure, ეს სწორეთ ის ბრიტანული მუსიკაა რომელიც ახალი მუსიკის მოყვარულს არ უნდა გამოგრჩეს.




0 comment(s) to... “ვიდეოგრაფია (სერგი გვარჯალაძის მიერ შერჩეული ვიდეოკლიპების კრებული I )”