ელექტრონული მუსიკის კონცერტი ახალი წლის ღამეს

Posted 7:33 PM by KOMUNA in თემები , ,


ახალი წლის ღამეს თბილისში განსაკუთრებული ელექტრონული მუსიკის საღამო გაიმართება. რიყის პარკში, მშენებარე გალერეის შენობაში ბერლინისა და ტოკიოს ტექნოს სცენის გამორჩეული არტისტები დაუკრავენ. I/Y ირაკლი კიზირიას და იაკობ ჩაკარჯის დუეტია, რომელიც სულ მცირე დროში მოექცა ყურადღების ცენტრში მათი განსაკუთრებული ჟღერადობისა და ნიჭის გამო. ისინი უკრავენ ისეთ ცნობილ კლუბებში, როგორიცაა Berghain (Berlin), Tresor (Berlin), იუკი საკაი ტოკიოს ტექნოს უნიკალური სცენის ერთ-ერთი ახალგაზრდა და გამორჩეული მუსიკოსი. მისი მუსიკის მოსმენა, ტოკიოს გარდა, ევროპის კლუბებსა და რადიოებშიც არის შესაძლებელი. საკაის ბოლო რელიზი ცნობილ იტალიურ ლეიბლზე Sonntag Morgen-ზე გამოვიდა.
ივენთი გაიმართება 31 დეკემბერს (ახალ წელს), რიყეზე არსებულ გალერეაში
Line Up:
22:00 - 01:00 Greenbeam & Leon (Tbilisi, Georgia)
01:00 - 05:00 I/Y (Berlin, Germany)
05:00 - 07:00 Newa (Tbilisi, Georgia)
07:00 Yuuki Sakai (Tokyo, Japan)

Doors open: 21:30
ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება 25 დეკემბრიდან კაფე "გალერიში".ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია და შეძენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ივენთის ფეიჯზე მოწვეული სტუმრებისთვის +1.

იმისათვის, რომ იყოთ სიაში უნდა შეუერთდეთ ღონისძიებას - join/going.

+1
ნიშნავს, რომ სიაში მყოფ ადამიანებს აქვთ უფლება იყიდონ ბილეთი საკუთარი თავისთვის და კიდევ ერთი ბილეთი სხვისთვის
ერთ-ერთი ორგანიზატორის სანდრო ლომინაშვილის განცხადებით, მათ ყველა ღონე იხმარეს, რათა საღამო მუსიკის მოყვარულებისთვის ხელმისაწვდომი იყოს. ბილეთის ფასი 25 ლარი იქნება. ბილეთები 25 დეკემბრიდან კაფე "გალერიში" გაიყიდება.
ღონისძიების დღეს, 31 დეკემბერს, ბილეთის ფასი 35 ლარი იქნება.

ღონისძიების ორგანიზატორია სანდრო ლომინაშვილი და www.kidsrave.com


0 comment(s) to... “ელექტრონული მუსიკის კონცერტი ახალი წლის ღამეს”