ელექტრონავტი 2013 / ტრექების მიღება დაიწყო

Posted 5:44 PM by KOMUNA in თემები , ,


ქართველი პროდიუსერების/მუსიკოსების საყურადღებოდ! ელექტრონული მუსიკისა და ინოვაციური პოპ-კულტურის დაჯილდოების ცერემონიალი - “ელექტრონავტი 2013” გაიმართება 21 დეკემბერს. იმისთვის, რომ თქვენი პროდუქცია იყოს წარდგენილი ნომინაციაზე “წლის საუკეთესო თრექი”, უნდა ატვირთოთ მაქსიმუმ 3 კომპოზიცია, რომელიც შექმნილია 2012 წლის მაისიდან 2013 წლის ნოემბრამდე; აქედან ადგილობრივი და საერთაშორისო ჟიურის მიერ საკონკურსოდ შერჩეული იქნება მხოლოდ ერთი მათგანი. გთხოვთ, თქვენი თრექები ატვირთოთ www.sendspace.com-ზე და გამოაგზავნოთ მეილზე: naja@komunamedia.com, სადაც დაურთავთ არტისტის სახელს, თქვენს სახელს და გვარს, ტელეფონს, მეილს და თქვენს ვებ-მისამართს(Soundcloud, Facebook, Myspace). ჩამოსატვირთ ფაილს აუცილებლად უნდა ეწეროს არტისტის სახელი და ტრეკის სახელწოდება. ის ტრეკები, რომლებიც თქვენს მიერ უკვე გამოგზავნილია, ავტომატურად მოხვდება ნომინაციაში. თრექების მიღება გადატანილია 3 დეკემბრამდე. წინასწარ გიხდით მადლობას! ფონდი „ელექტრონავტი“


0 comment(s) to... “ელექტრონავტი 2013 / ტრექების მიღება დაიწყო”