MAMM, Sikha, ALX, Wills Acid, Tete Noise, Tugga ს მიმართვა კოლეგებს და ფანებს
რატომ არ უნდა გქონდეთ არავითარი საქმიანი ურთიერთობა Night Office-თან.
როგორც ყველასთვის ცნობილია Night Office-სს იმიჯი საბოლოოდ გაუფუჭდა ართანამიმდევრული, ყოველგვარ კონცეფციას მოკლებული და უგემოვნო სტრატეგიის გამო, რამაც ბევრ ადამიანს დაუკარგა იქ მისვლის მოტივაცია. ეს პრობლემა აღიარებულია Night Office-ის მიერ და სწორედ მათი მხრიდან მოხდა ამ წერილის ავტორებთან დაკავშირება კონსულტაციის მიღების მიზნით. ადმინისტრაციასთან არაერთგზის შეხვედრის, საუბრის, განხილვისა და სიტუაციის შეფასების შედეგად დაისახა Night Office-ის სრული რებრენდინგის (და არა ბრენდის განახლების, რადგან ეს უკანასკნელი Night Office-ს ვეღარ უშველის) აუცილებლობა, რომელიც სექტემბრიდან უნდა განხორციელებულიყო (ინტერიერის დიზაინის ჩათვლით. სახელის შესცვლაზე უარი თქვეს). საორგანიზაციო ჯგუფმა შესთავაზა Night Office -ს ბრენდის სტრატეგიის მოკლე გეგმა სეზონის დახურვამდე. ამ გეგმის ფარგელბში 10 მაისს ჩატარდა პირველი ივენთი, რომლის ერთადერთი მიზანი იყო დაერწმუნებინა მომხმარებელი კიდევ ერთხელ გაერისკა და მოესინჯა Night Office-ში მისვლა (რადგან იქ მისვლა რეალური რისკია). ეს იყო დაბალბიუჯეტიანი პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენდა სულ 2000 ლარს. მისი მიზანი ვერ იქნებოდა დაუყოვნებელი მოგების მოტანა. ეს საკითხი ნათლად იყო კომუნიცირებული Night Office-ის ადმინისტრაციასთან.
ივენთში მონაწილეობდნენ Me and My Monkey ( Tete Noise, Vazha Marr), Sikha (George Sikha), Tugga( Gigi Tugushi) ვიზუალებზე მუშაობდნენ ALX/WILLIS ACID ( Alexandre Bakradze @willis acid, დიზაინერი Saba Iordanishvili და ორგანიზატორები George Morbedadze & Koki Merabishvili. ივენთის ყველა მონაწილე დარჩა ანაზღაურების გარეშე. წინასწარი შეთანხმებისა და მოლაპარაკების მიუხედავად, Night Office-ის ადმინისტრაცია უარს აცხადებს თანხის გადახდაზე. აღმოჩნდა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Night Office არ იხდის ჰონორარებს შეთანხმების მიხედვით შესრულებულ სამუშაოში.
მოგიწოდებთ ყველა არტისტს, DJ-ის, ივენთის ორგანიზატორს, დიზაინერს, VJ-ის და ამ სფეროში მომუშავე ყველა ადამიანს, არასდროს დაიჭიროთ საქმე Night Office-თან, რომელსაც აქვს არაპროფესიონალური და არაეთიკური დამოკიდებულება საქმისადმი და არ ცნობს მორალურ და ფინანსურ პასუხისმგებლობას.

0 comment(s) to... “ელექტრონავტებს არ გადაუხადეს”