ინტერვიუ / Vince Watson

Posted 7:31 PM by KOMUNA in თემები , ,




ინტერვიუ მომზადებულია Distant Vibes - სთვის ლევან ძნელაძის მიერ

DV: თავდაპირველად, იქნებ მოგვიყვეთ თქვენს პირველ კავშირზე ელექტრონულ მუსიკასთან და პროდიუსინგთან?
 
VW: ლანჩის დროს ხშირად დავდიოდი ადგილობრივი სკოლის დისკოებზე, ხოლო შემდეგ გლაზგოს მუსიკალურ მაღაზიებში, სადაც კვირიდან კვირამდე ველოდებოდით ამერიკის მუსიკალური საქონლით დატვირთულ ფურგონებს.
 
DV: შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენთვის საყვარელი ადგილი, სადაც დაგიკრავთ?
 
VW: ძალიან ბევრი გასაოცარი ადგილია, სადაც დამიკრავს, რთულია ჩამოთვლა, მაგრამ ჩემთვის გამორჩეული კლუბები არის Womb, Florida135  და Tresor/Berghain. ასევე უამრავი ფესტივალი, მათთან ერთად.
 
DV: რას გვეტყოდით თქვენს თანამშრომლობაზე Tresor-თან?
 
VW: ყველაფერი კარგად მიდის, ჩვენი თანამშრომლობა ყოველ თვე მიმდინარეობს. ამ თვეშიც ვუკრავ Jeff Mills-თან ერთად Tresor-ის 21- დაბადების დღესთან დაკავშირებით.
 
DV: ასევე, იქნებ მოკლედ გვითხრათ Delsin Records-ზე თქვენი მუშაობის შესახებ?
 
VW: დელსინის ეპოქა პირდაპირ კავშირში იყო ელექტრონიკასთან, უფრო მეტად დავუახლოვდით მას, როგორც მუსიკის ნაწილს. ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა. იმედი მაქვს, ოდესმე კვლავ დავუბრუნდები ამ საქმეს.
 
DV: როგორ გესახებათ ტექნოს და ზოგადად ელექტრონული მუსიკის მომავალი, რა
მიმართულებით ვითარდება ტენდენცია?
 
VW: ტექნო სცენა იმდენად მრავალფეროვანია, რომ ჩაუღრმავდე, შესაძლოა ჭკუიდან შეიშალო. მე ვეღარ ვხვდები ზუსტად, რა არის ტექნო? თქვენ თუ იცით? უფრო მარტივი გზა არსებობს მუსიკის მოსმენის, აღიქვა ის, როგორც კარგ და ცუდ მუსიკად. სულ ესაა...
 
VD: თქვენი აზრით, რა ცვლილებები განიცადა ტექნო სცენამ დაწყებიდან დღემდე? როგორც დადებითი, ისევე უარყოფითი ცვლილებების შემთხვევაში - იქნებ ვისაუბროთ მიზეზებზე?
 
VW: : მე არ ვუწოდებ მათ ცვლილებებს, უფრო ევოლუციური ციკლებია... დასაბამიდანვე, ტექნოს ბევრი მახასიათებელი ჩნდებოდა და ქრებოდა და ეს პროცესი მუდმივად მიმდინარეობს. ვინმეს ახსოვს 303? რა კუთხითაც აქამდე ცვლილება მოხდა, მხოლოდ შესრულების ხარისხი გახლავთ. მაგრამ, რაღაც მხრივ, ადრეულ 90-იანებში ამან შესძინა ტექნოს ორიგინალურობის, თვითმყოფადობის განცდა. ჩვენ ეს დავკარგეთ ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში.
 
DV: როგორ ფიქრობთ, კვლავ რელევანტურია ქლაბინგის და DJ კულტურის იდეა? დღესდღეობით, ხომ არ დაკარგა ამ ყველაფერმა თავისი სახე?
 
VW: დიჯეი კულტურა ასევე განვითარდა და ახლა, დიჯეის კონცეფციამ აზრი იცვალა. თუმცა, ერთი რამ, რაც არასოდეს უნდა შეიცვალოს, ისაა, რომ ის ვინც უკრავს, მისი ფუნქცია სხვების გართობაა, ეს არის უმთავრესი. ამას როგორ გააკეთებს, ეს თავად დიჯეიზეა დამოკიდებული. მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, რომ დაკვრის შემდეგ, მსმენელის მეხსიერებაში სასიამოვნო კვალი დატოვო.
 
DV: რომლებია თქვენი ფავორიტი არტისტები დღევანდელ მსოფლიო ელექტრონულ სცენაზე?
 
VW: მე არ მიყვარს ჩემი საყვარელი მუსიკოსების ჩამოთვლა... მაგრამ ახლა ხშირად ვუსმენ რახმანინოვს.
 
DV: რას ფიქრობთ ვინილის კულტურაზე? შესაძლებელია მომავალში აღარ იარსებონ .. Vinyl DJ-ებმა?
 
VW: ვინილს ყოველთვის ექნება საკუთარი გამორჩეული ადგილი. ის არასოდეს გაუჩინარდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ისეთ ეტაპზე ვიმყოფებით, როცა მუსიკაში ახალ ტექნოლოგიებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
 
DV: საინტერესოა, რა რჩევას მისცემდით დამწყებ დჯ-ებს და პროდიუსერებს?
 
VW: ვურჩევდი მისდიონ თავიანთ ინსტიქტებს და აკეთონ ის, რაც მართლა უყვართ. თუ ასე არ მოიქცევიან, ვერასდროს იგრძნობენ, რომ რამეს მიაღწიეს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება განსხვავებული საქმის კეთებით ბევრი ფული იშოვონ.
 
 
DV: რას გვეტყვით თქვენს ახალ ალბომზე? რა მოლოდინი გაქვთ თავად და რას უნდა ელოდეს მსმენელი ამ ნამუშევრისგან?
 
WV: ეს ალბომი ყველაზე სრულყოფილი ნამუშევარი იქნება, რაც მე აქამდე შემიქმნია. ეს ჩემი პირადი შეფასებაა. ის ყველაზე მუსიკალური, მრავალფეროვანი და ხანგრძლივია. აქამდე არც ერთ ალბომზე ყოფილა ასეთი მოლოდინი. ამიტომაც, მე ძალიან ვამაყობ და ბედნიერი ვარ რომ ის მსმენელისთვის ხელმისაწვდომი გახდა დღეს დილით. მე ველოდები, რომ ის უფრო მეტად გაუხსნის გონებას ადამიანებს, რომ მათ უბრალოდ მოუსმინონ და არ ჰქონდეთ რაღაც განსაზღვრული მოლოდინები. მოუსმინეთ და იმედი მაქვს ისიამოვნებთ!
 
DC: დიდი მადლობა. სასიამოვნო იყო თქვენთან ინტერვიუ!


0 comment(s) to... “ინტერვიუ / Vince Watson”