ელექტრონავტი 2012 (ხმის მიცემა)

Posted 12:30 PM by KOMUNA in თემები , ,


















30 დეკემბერს, ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში წელს უკვე მეხუთედ გაიმართება ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოების ცერემონიალი - „ელექტრონავტი 2012“.
ტრადიციულად, ელექტრონავტების ვინაობას ინტერნეტ-გამოკითხვის მონაწილეების გარდა ასევე ადგენს ექსპერტთა ჯგუფი.

იმისათვის რომ მიიღო მონაწილეობა გამოკითხვაში და მოიგო iPod shuffle და დაჯილდოების ცერემონიალის მოსაწვევი, უნდა შეავსო გამოკითხვა სრულად და ჩაწერო შენი მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი. ცერემონიალზე დასწრება ელექტრონული მოსაწვევეით მოხდება.


კონკურსში წელს სამოცამდე ქართველი მუსიკოსი და ჯგუფი იღებდა მონაწილეობას. ნომინაციისათვის წლის თრექი წარმოდგენილი იყო 139 ნაწარმოები, შესარჩევი ტურის შემდეგ გამოვლინდა 30 თრექი.

დაჯილდოების ცერემონიალის წამყვან ჟურნალისტი ნათია ორაშვილი (ნაჯა).

წელს შემდეგი ნომინაციებია წარმოდგენილი:
  • წლის სპონსორი ან მხარდამჭერი კომპანია
  • წლის რადიო გადაცემა
  •  წლის ვებ-გვერდი
  • წლის რე
  •  წლის საუკეთესო  პრომოუტერი
  •   წლის საუკეთესო ივენთი
  • წლის საუკეთესო ვენიუ
  • წლის საუკეთესო ქართველი დი-ჯეი
  • წლის საუკეთესო ვიდეო
  • წლის ალბომი/EP
  • წლის მუსიკოსი (ელექტრონავტი)
ღონისძიების მთავარი პრიზი ბრინჯაოს ელექტრონავტი  დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ დაამზადა.
 ცერემონიალის სატელევიზიო ვერსია 2013 წლის დასაწყისში ორი მაუწყებლის ეთერში გავა: საზოგადოებრივი მაუწყებელი და Music Box.

ელექტრონავტი 2012“ საკონცერტო პროგრამაში  მონაწილეობენ: Landmark, Exit, Radioactive, Jeronimo & Kazzy Jazz, რეზო ღლონტი, Cobert, Acidboy, Stimmhalt, Rotkraft.

ღონისძიება ტარდება ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით და მისი
ორგანიზატორები არიან ფონდი ელექტრონავტი, კომპანიები „კომუნამედია“, „სტრომბოლი“.
სპონსორები არიან: CES-დიზაინის აუდიო-ვიდეო და მუსიკის მედია სკოლა, კომპანია “ჰა-მაკი“.

პარტნიორი: ევგენი მიქელაძის სახ. საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნული ცენტრი.

დაჯილდოებას ესწრებიან მხოლოდ მოსაწვევით მოწვეული სტუმრები: მუსიკოსები, პრომოუტერები, მედიის, ბიზნესისა და წარმომადგენლები.




0 comment(s) to... “ელექტრონავტი 2012 (ხმის მიცემა)”