თი ბი სის კინო კონკურსი

Posted 10:30 AM by KOMUNA in თემები ,



2012 წელს თიბისი ბანკი 20 წლის ხდება. “20 წელი - 12 თვე” საიუბილეო პროექტია, რომელიც ემსახურება ქართული კულტურის განვითარებასა და გაძლიერებას.
კალენდარი
პროექტის საწყისი ნაწილის ფარგლებში შეიქმნა 12 შემოქმედებითი წყვილი. წყვილები დაკომპლექტდა ცნობილი ქართველი მწერლებისა და ფოტოგრაფებისაგან. მათ სამუშაოდ გადაუნაწილდათ 12 თვე და თითოეულმა მათგანმა შექმნა ორიგინალური ნამუშევარი კონკრეტულ თვესთან დაკავშირებით. ნოველებსა და ფოტოებს გაეცნობით კალენდარში.
ფილმი
12 ნოველის მიხედვით უნდა შეიქმნას მხატვრული ფილმი. ცხადდება კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია კინო-სამყაროს ნებისმიერს წარმომადგენელს, ვისაც სურს ფილმის შექმნაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. კონკურსის შედეგად შეირჩევა თითოეულ ნოველაზე მომუშავე შემოქმედებითი ჯგუფი (სცენარისტი; რეჟისორი; ოპერატორი; მხატვარი; კომპოზიტორი). კონკურის მონაწილეებს შეაფასებს პროფესიონალი ჟიური. 12 ჯგუფის დაკომპლექტების შემდეგ, პრე-პროდაქშენის პერიოდში, მათ ჩაუტარდებათ მაღალკვალიფიციური, დარგობრივი მასტერკლასები მსოფლიო დონის ვარსკვლავებისგან. ფილმის პრემიერა შედგება 2012 წლის 17 დეკემბერს.


0 comment(s) to... “თი ბი სის კინო კონკურსი”