Kidsrave.com რეცენზია: The Horrors - Skying
Posted 6:41 PM by Zurkin in თემები kidsrave, მუსიკა, რეცენზია
“The Horrors” როგორც ბენდი 2005 წელს ჩამოყალიბდა ინგლისში. პირევლი ალბომი “Strange House” 2007 წელს გამოვიდა, რომელსაც დადებითი შეფასება მოყვა ინტერნეტ თუ ბეჭდური მედიისგან, ამას დაემატა გამოსვლები გლასტონბერის ფესტივალზე და “NME Awards”-ზე, ასევე ტური ბრიტანეთში “Arctic Monkeys”-სთან ერთად და დოკუმეტური ფილმის “Counting in Fives” ჩვენება “Sundance Film Festival”-ზე. ეს დასაწყისისთვის ზოგადი ინფორმაცია მათთვის ვისაც არ სმენია ამ ჯგუფზე, თუმცა მთავარი წარმატება წინ იყო. მეორე ალბომით “Primary Colours” “The Horrors”-მა დაიმსახურა უდიდესი მოწონება მუსიკალურ სამყაროში და გახდა ერთერთი მოწინავე ბენდი ბრიტანეთში, მარტო ის რად ღირს რომ “NME”-ის წლის საუკეთესო ალბომის ჯილდო მიიღეს, “Mercury Prize”-ის 12-ეულში შევიდნენ და “UK Albums Chart”-ში 25 ადგილი დაიკავეს. ალბომში არცერთი ''სუსტი'' სიმღერა არ იყო, მიუხედავად მისი მრავალფეროვნებისა. მათი კომპოზიცია მკაფიოდ დაიხვეწა და უკვე ფაქტი იყო რომ ჯგუფს უდიდესი პოტენციალი ჰქონდა, საკითხავი ის იყო დაამტკიცებდნენ თუ არა ისინი ამას შემდეგი ალბომით, რადგან არაერთი მაგალითი არსებობს “ერთალბომიანი” ბენდების. 2011 წელს “youtube”-ზე დაიდო “The Horrors” ახალი კლიპი “Still Life” და უკვე ნათელი ხდებოდა რომ ერთალბომიანი ბენდობის მოლოდინი არ მართლდებოდა. 2011 წლის 11 ივლისს გამოვიდა მათი მესამე და ამ დროისთვის ბოლო ალბომი” Skying”, რომელიც ნამდვილად კიდევ ერთი წინ გადაგმული დიდი ნაბიჯია და რომელიც უკვე ღირსეულად მიაკუთვნებს “The Horrors” თანამედროვე ბენდებში ერთერთი ყველაზე ნიჭიერის სახელს. ” Skying” შედარებით უფრო მშვიდია ვიდრე მისი წინამორბედი და უფრო დახვეწილი. ” Skying” მუსიკალურად მდიდარი ალბომია როგორც მთლიანად ასევე ცალცალკე კომპოზიციებად და რა თქმა უნდა მათი ვოკალისტის “Faris Badwan”-ის ტექსტებით.ვრცლად
0 comment(s) to... “Kidsrave.com რეცენზია: The Horrors - Skying”