Kidsrave ის ალბომის რეცენზია: Martyn - Ghost People

Posted 6:20 PM by KOMUNA in თემები , , ,



დღევანდელ ელექტრონიკაში, ბევრი რამ რომ თავდაყირა დგას ამას ყველა ამჩნევს, ჟანრების ერთმანეთში აღრევა უკვე არავისთვის არ არის გასაკვირი, მსგავს ექსპერიმენტებს აღარც გავლენიანი პროდუსერები ერიდებიან. ჰოლანდიური წარმოშობის დაბსტეპერმა, Martyn-მა, წლის ერთ-ერთი გამორჩეული ტექნო ალბომი გამოსცა ლოს ანჯელესელი ჰიპ-ჰოპ არტისტის Flying Lotus-ის ლეიბლ ‘Brainfeeder’-ზე. FlyLo-ს და Martyn-ის მეგობრობა 3 წლის წინ დაიწყო, როდესაც ჯერ ლოს-ანჯელესელმა ‘Natural Selection’-ის რემიქსი გააკეთა ხოლო რამოდენიმე თვეში კი მარტინმა ‘Roberta flack’-ის რემიქსით უპასუხა. „Ghost People“ მარტინის რიგით მეორე სტუდიური ალბომი გახლავთ. არ შემიძლია ორიოდე სიტყვით მის სადებიუტო ალბომ „Great Lengths“-ს არ შევეხო, იგი 2009 წელს საკუთარ ლეიბლ „3024“-ზე გამოვიდა, მარტინი „Ghost People“-ის პრეს რილიზში წერს: „Great Lengths გახლავთ ალბომი, რომელიც იტევს ჩემს ყოველდღიურ მწუხარებასა და მელანქოლიას.“ „Great Lengths“-ს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ალბომია და მისი ყოველი მოსმენისას სულ ახალ-ახალ ფასეულობებს ვაწყდები.


იხილე ვრცლად აქ


0 comment(s) to... “Kidsrave ის ალბომის რეცენზია: Martyn - Ghost People”