წყარო> dance.ge
მას შემდეგ, რაც წელს, “ელექტრონავტი 2010/2011”-ზე მთავარი პრიზი ნომინაციაზე “2010/2011 წლის საუკეთესო მუსიკოსი – ელექტრონავტი” თორნიკეს გადაეცა, ადამიანებმა, რომლებიც ნაკლებად ერკვევიან თანამედროვე ქართულ მუსიკაში და ე.წ. “ელექტრონშიკებიდან” აუცილებლად ნიკა მაჩაიძე და ტუსია ბერიძე და პლიუს მაქსიმუმ გოგი ძოძუაშვილი ან ჟორჟიკა იციან (არ გეგონოთ ამ სიტყვებით ამ ოთხიდან რომელიმეს მიმართ რაიმე სახის ნეგატივს გამოვხატავდე – პირიქით), ფეისბუქზე გვერდიც კი შექმნეს სათაურით “ვინ არის თორნიკე?” სადაც ზოგი ამბობდა რომ თორნიკე ჯერ ნაკლებად ცნობილია იმისათვის, რომ “ელექტრონავტი” მოიგოს, ზოგმა საერთოდ არ იცოდა ვინ იყო თორნიკე და ამის გარკვევას ცდილობდა, ხოლო ზოგი უბრალოდ ტექსტს კითხულობდა და წუხდა ან პირიქით – წაკითხულით ტკბებოდა. რა თქმა უნდა, არსებობს ბევრი ისეთი ადამიანი, რომელსაც სმენია იმის შესახებ, თუ ვინ არის თორნიკე, მაგრამ დიდი ინფორმაცია მის შესახებ არ გააჩნია. და ბოლოს – არიან ისეთი ადამიანებიც, ვინც ძალიან კარგად იციან ვინ არის თორნიკე.
იხილე სრული სტატია
0 comment(s) to... “ვინ არის თორნიკე?!”