მიეცი ხმა ელექტრონავტებს, მოიგე IPOD ი

Posted 4:48 PM by KOMUNA in თემები , ,
ears



ipod
მეგობრებო,
ელექტრონავტების ონლაინ შესარჩევ ტურს ოფიციალურად გახსნილად ვაცხადებთ.
წელს როგორც ყოველთვის ინოვაციაზე ვაკეთებთ აქცენტს, მაგრამ არამხოლოდ ელექტრონული მუსიკის სფეროში არამედ ზოგადად ქართულ პოპკულტურაში. მაგალითად, განსაკუთრებით გვაინტერესებს, რომელმა ქართულმა ინტერნეტ პროექტებმა დაგაინტერესად გამორჩეულად. რაც შეეხება მუსიკას, მიუხედავად იმისა, რომ წინასაკონკურსო სელექციის დროს შევეცადეთ ტრეკებთან დაკავშირებით მაქსიმალურად მკაცრები ვყოფილიყავით, მათი სია მაინც საკმაოდ გრძელი  გამოვიდა (51 არტისტი, რეკორდი). ასე რომ თუ გადაწყვეტთ გამოკითხვაში მონაწილეობას, გაითვალისწინეთ, რომ მას უფრო მეტი დრო უნდა დაუთმოთ და თუ გაგიმართლათ მოიგებთ აი პოდ შაფლს კომპანია "ჰამაკისაგან" და მოსაწვევს დაჯილდოვების ცერემონიალზე, რომელზეც დასწრება ტრადიციულად შეზღუდულია.
თქვენს გარდა გამოკითხვაში ქართველი და უცხოელი ექსპერტებიც მონაწილეობენ, ხოლო დაჯილდოვების ცერემონიალი  და კონცერტი წელს უკვე სამი სატელევიზიო არხის ეთერში გავა და რასაკვირველია ქსელშიც გამოქვეყნდება.
ყველა მონაწილეს ვუსურვებთ წარმატებას, მსმენელს კი ახალი საინტერესო ქართული მუსიკალური და ზოგადად პოპკულტურის ნამუშევრების აღმოჩენას.
სერგი გვარჯალაძე,
ფონდ "ელექტრონავტის" დამფუძნებელი
მედია პროდიუსერი
elnautheader1


0 comment(s) to... “მიეცი ხმა ელექტრონავტებს, მოიგე IPOD ი”