ანტი–პორნო უფროსებისთვის

Posted 4:03 PM by Nina in თემები , , , ,

binthebunny

ნინო კახიშვილი

გინდა იშოვნო ბევრი ფული მარტივად? ამ საიტზე რეგისტრაციაში გჩუქნიან 10 დოლარს. შემდეგ კი დავალებები გეძლევათ, რისი შესრულების შემდეგაც კიდევ გირიცხავენ ფულს. თითო დავალებაში 1 დოლარს იხდიან. საიტი 100%-ანია და ფულსაც იხდის. ჩვენ უკვე ორჯერ გადაგვიხადეს. თავიდან დღეში 2-3 დავალებას მოგცემთ, შემდეგ კი შეიძლება 10-15-მდეც ავიდეს. დაკლიკეთ ქვემოთ მოცემული ბანერი, შემდეგ დაკლიკეთ "Join Now" (შემოგვიერთდი ახლავე) და გაიარეთ რეგისტრაცია. წარმატებებს გისურვებთ!
ამ შინაარსის ბანერები ზოგიერთ ქართულ პორნოგრაფიულ საიტზე შესვლისთანავე ჩნდება. პორნო საიტების დამთვალიერებელთა შორის რამდენი არასრულწლოვანია, უცნობია.
საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის –იუნისეფის, კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელის,  მაია ქურციკიძის თქმით, ბევრი რამ მშობლებზეა დამოკიდებული,–  „მათ უნდა აკონტროლონ ის, თუ როგორ იყენებენ მათი შვილები ინტერნეტს. მშობლების წილი პასუხისმგებლობა აქ ძალიან დიდია“, – ამბობს მაია ქურციკიძე.
ამერიკის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მშობლებს რამდენიმე რეკომენდაცია მისცა:
• სახლში კომპიუტერი ისეთ ადგილას განათავსეთ,  რომ ადვილი იყოს ინტერნტში მომუშავე ბავშვის თვალყურის დევნება;
• თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენს შვილს რაიმე საეჭვო ნაცნობობა აქვს ინტერნეტით, დაუყოვნებლივ აცნობეთ სამართალდამცავ ორგანოებს;
• გააფრთხილეთ ბაშვები, რომ ვირტუალურ ნაცნობებს არ უთხრან თავიანთი ნამდვილი სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.

რჩევებს შორის მშობლების მიერ პორნოგრაფიული ვებ–გვერდების დასაბლოკი პროგრამების გამოყენებაა.
მსოფლიო კომპიუტერული პროგრამა–(anti-porn) ანტი–პორნო სპეციალურად მშობლებისთვის და, ზოგადად, უფროსებისთვისაა შექმნილი. პროგრამის მიზანი ბავშვების დაცვაა.
ამ პროგრამის მეშვეობით, მშობელს შესაძლებლობა ეძლევა, კომპიუტერში, რომელსაც ბავშვი იყენებს, ეს პროგრამა ჩატვირთოს. პროგრამის ჩატვირთვის შემდეგ კი პორნოგრაფიული საიტები დაიბლოკება. გარდა ამისა, პროგრამა გარკვეულ სიტყვებსაც უკეთებს ფილტრაციას და მინიმუმამდე დაყავს შანსი იმისა, რომ ბავშვი პორნოგრაფიულ საიტზე აღმოჩნდება.
როდესაც ბავშვი ასეთ საიტზე შესვლას მოინდომებს, კომპიუტერის ეკრანზე გამოჩნდება ფანჯარა პაროლის მოთხოვნით. პაროლი იცის მშობელმა და ამავე საიტებზე შესვლა მხოლოდ ამ პაროლის შეყვანის შემდეგაა შესაძლებელი.
ნეტგაზეთის მიერ გამოკითხული მშობლებიდან პორნოგრაფიული საიტების დასაბლოკი პროგრამის შესახებ არავინ იცოდა, იმის მიუხედავად, რომ ეს პროგრამა მსოფლიოში 2001 წლიდან არსებობს.
“თუ ასეთი პროგრამა დამიყენა დედაჩემმა, სხვაგან წავალ და მაინც შევალ პორნო საიტზე, თუ მინდა, მაგალითად - ინტერნეტ კაფეში“, –ამბობს 14 წლის მარი.
თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე, მდებარე ინტერნეტ-კაფეს, რომლის მომხმარებელი უფრო ხშირად ბავშვები არიან, ადმინისტრატორი ამბობს, რომ მათ ინტერნეტ კაფეში ამის საფრთხე არ არის.
„ასეთი ანტი პორნოგრაფიული პროგრამები არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ ვაკონტროლებთ ქსელში ყველა კომპიუტერს. თუ ვინმე ასეთ საიტზე შევა, დიდი შანსია დაავირუსოს კომპიუტერები. ამიტომ ვაფრთხილებთ“, –ამბობს ინტერნეტ–კაფეს ადმინისტრატორი.
საქართველოში ნებისმიერი ასაკის მომხმარებლისთვის პორნოგრაფიული ვიდეო-რგოლების სანახავად, საკმარისია მიუთითო სრულწლოვანი. >>> იხილე გაგრძელება >>>www.netgazeti.ge

 

get_img



0 comment(s) to... “ანტი–პორნო უფროსებისთვის”