10 ყოვლად არასექსუალური სიმღერა

Posted 1:51 PM by Nina in თემები , , , , ,

notsexy

ავტორი: lobzhanidze

 

ბევრი ადამიანი სექსის დროს მუსიკას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ასეთების უმრავლესობა ალბათ აქტის დროს არცერთი შემდეგი სიმღერის მოსმენას არ ისურვებდა. თუმცა, შეიძლება ვცდებოდე. მოკლედ ჩემი აზრით, სექსისთვის ყველაზე გამოუდეგარი 10 სიმღერა ასე გამოიყურება.

10.  Ray Parker Jr. – Ghostbuster, ყველაზე სექსუალური სიმღერა ამ სიაში. თუმცა, რთულია წარმოიდგინო სექსის დროს ამის მოსმენა, თუ რა თქმა უნდა ნერვიულად ან რითმულად თავს არ აქნევ სიმღერის თანხლებით. ასეთ შემთხვევაში გართობა გარანტირებულია, ორგაზმი ნაკლებად. თუმცა, არსებობენ მოყვარულებიც.

09. Manowar – Hail and Kill , არ წარმომიდგენია ისეთი აქტის დროს რომელიც პოტენციურად ახალი არსების წარმოქმნას გულისხმობს, ასეთი სათაურის და შინაარსის სიმღერის მოსმენა.  თან გაოფლიანებული, ამერიკელი მილიტარისტი მუსიკოსების წარმოდგენა შუა აქტის დროს მაინდამაინც სექსუალური არ უნდა იყოს. თუმცა, არსებობენ მოყვარულებიც.

08. Mr. Credo – Медляк, არ მიყვარს სიტყვა “გოიმური,” მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა სიტყვის ხმარება უბრალოდ არასწორი იქნებოდა. სიმღერა შეიცავს ძალიან იაფფასიანი სიტყვებს, იმ 2 ლარიან “ბანბანერკას” ჰგავს ზედ ლიქიორი რომ ახატია და ისეთ ადამიანთან რომ მიგაქვს საერთოდ რომ არ გიყვარს.  დანარჩენს თავად მოუსმინეთ. თუმცა, არსებობენ მოყვარულებიც.

07. Gunther – Ding, ding, dong, ეს სიმღერა მხოლოდ ისეთ ადამიანს შეიძლება სექსუალურად მოეჩვენოს რომელსაც სექსი არასდროს ჰქონია. ეს რომ ჩართოთ სიცილი და გართობა გარანტირებული გაქვთ, ოღონდ არანაირი სასიყვარულო აქტი არ გამოგივათ. რომანტიული საღამოს დასამთავრებლად ნამდვილად არ გამოდგება. თუმცა, არსებობენ მოყვარულებიც.

06. მიხაილ კრუგი - Владимирский централ , ამბობენ საქართველოს რესტორნებში ქურდული ხასიათის სიმღერები აკრძალესო. თუმცა, სახლში ასეთის მოსმენას ვერავინ აგიკგრძალავს, მითუმეტეს სექსის დროს. თუმცა, რა აუცილებელია ამის აკრძალვა, საღმა აზრმა წესით და რიგით ასეთ შემთხვევაში უნდა გაიმარჯვოს. თუმცა, არსებობენ მოყვარულებიც . >>> იხილე ხუთეული >>>



0 comment(s) to... “10 ყოვლად არასექსუალური სიმღერა”