რა კავშირი აქვს ეიფელს ბათუმთან, ანუ "პრასტიტუტკა იაფფასიანი ბოათი"

Posted 2:48 PM by Nina in თემები , , , ,

get_img

ავტორი: სოფიკო დიასამიძე

 

არ ვიცი დაკვირვებიხართ თუ არა, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვეა ბათუმში ხშირად ახსენებენ ცნობილ გუსტავ ეიფელს და მის კიდევ უფრო სახელგანთქმულ კოშკს. ყოველი შემთხვევისათვის ფრანგი ინჟინრის გვარი ყოველთვის მესმის, როდესაც ახალი არქიტექტურული ნაგებობების გამო იწყება კამათი.

სამშობიაროს გვერდით, რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში რამდენიმესართულიანი კიტჩი აღიმართა, სხვას ვერაფერს ვუწოდებ ამ უგემოვნებას მყვირალა სახელით - „მთელი ბათუმი ერთ სახლში". რა გავიფიქრე მისი დანახვისას? რაც ალბათ, სხვებმაც გაიფიქრეს „ამის არქიტექტორსაც და ნებართვის გამცემსაც, ხელები უნდა მოამტვრიოს კაცმა“. ხმამაღლა გამოვთქვი უკმაყოფილება და მიპასუხეს - „ეიფელის კოშკსაც თავდაპირველად აღშფოთებული შეხვდა საზოგადოებაო“.

თეატრის მოედანზე დიდი ხომალდის გემბანივით აჭრელებული მრავალსართულიანი სახლები, მოოქროვილი ლომები, მოოქროვილი ნეპტუნი თუ პოსეიდონი, მოოქროვილი კაპიტელი და თეატრის ფრონტონზე საშინელზე უსაშინლესი  რელიეფი გავაპროტესტე. ისევ ეიფელი შემახსენეს.

პიაცაზე ქალის მოოქროვილი ქანდაკების დანახვაზე გავოგნდი, იქვე ეიფელიც მაახლეს. კიდევ კარგი უნიჭობის ნიმუში მალე იქაურობას მოაშორეს.  
სახელმწიფო ბანკის შენობას უსაშველოდ დიდი გუმბათი დააშენეს და ამ მონსტრმა გვერდით მყოფი ორი ულამაზესი კულტურული ძეგლი შთანთქა. რაღაც გუმბათომანია დაემართა ქალაქს. არ მომწონს. ნერვებსაც მიშლის. რატომ? თვისება დაკარგა  ქალაქმა! სიმშვიდე დაიკარგა! სივრცე დაიხშო!
არ მეთანხმებით?
ეს გუმბათი საღამოს შევამჩნიე, როცა კინოფესტივალზე მომდევნო სეანსის მოლოდინში იქვე ნეპტუნთან დრო გამყავდა. თავი ვერ შევიკავე და ხმამაღლა ვთქვი:
- რას აკეთებენ!
-ქალაქს გიუშნოვებენ - ძალიან მშვიდი ხმით მიპასუხა ქალბატონმა, რომელიც ჩემს გვერდით იჯდა და შადრევანთან მოთამაშე ბავშვს ადევნებდა თვალყურს. კილოზე ეტყობოდა, ბათუმელი არ უნდა ყოფილიყო. >>> იხილე გაგრძელება >>> www.netgazeti.ge



0 comment(s) to... “რა კავშირი აქვს ეიფელს ბათუმთან, ანუ "პრასტიტუტკა იაფფასიანი ბოათი"”