Tbilisi International Jazz Festival
Posted 4:42 PM by Nina in თემები Jazz, Music, Muzame, თბილისი, კალენდარი, კონცერტი, მუსიკა, ფესტივალიავტორი: ნასტასია არაბული
27 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრამდე თბილისში მთავარი მუსიკალური მოვლენა ჯაზ ფესტივალი იქნება, რომლის ფარგლებშიც მაყურებელს საშუალება ექნება 4 დღის განმავლობაში 8 კონცერტს დაესწროს და ცოცხლად იხილოს მაკკოი ტაინერის კვარტეტი, დაიანა რივზი, ქრისტიან სკოტის კვინტეტი, ბლუზ ბრაზერს ბენდი და კიდევ სხვა არანაკლებ ცნობილი შემსრულებლები.
მეცამეტე ჯაზ ფესტივალთან დაკავშირებით 12 ოქტომბერს კულტურის სამინისტროში პრეს კონფერენცია გაიმართა.
პრესკონფერენციაზე ისთერნ პრომოუშენის წარმომადგენელმა საფესტივალო პროგრამა მიმოიხილა, მინისტრმა კი აღნიშნა, რომ ფესტივალები კულტურული კავშირებისთვის გადასარევი ადგილია და რომ კულტურათა დიალოგი და გამოცდილებების გაზიარება სწორედ ფესტივალებზე ხდება.
პრეს კონფერენციაზე არაერთგზის ახსენეს სიურპრიზი>>> იხილე გაგრძელება >>> muzame.ge