კომპიუტერები – არა ყველასათვის

Posted 3:09 PM by Nina in თემები , , , , ,

images

ავტორი:

ლიკა გიგინეიშვილი

სახელმწიფო პროექტი –კომპიუტერები ყველასათვის’– სინამდვილეში სულაც არ არის ყველასთვის. პროექტის ფარგლებში კომპიუტერების შეძენა მხოლოდ 22-დან 66 წლამდე ასაკის მოქალაქეებს შეეძლებათ. ყველაზე იაფფასიანი – 550 ლარიანი კომპიუტერის შესყიდვას კი პროექტის მომხმარებლები 730 ლარად შეძლებენ.

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, რომლის პრეზენტაციაც გუშინ რედისონში შედგა, კომპიუტერის შეძენის მსურველმა კომერციულ ბანკში  აღნიშნული კომპიუტერის ღირებულების 20% უნდა გადაიხადოს, რის შემდეგაც დანარჩენი თანხა შეუძლია  განვადებით (მაქსიმუმ ორწლიანი) დაფაროს – დღეში 1–დან 4 ლარამდე გადახდის გრაფიკით.

პროექტის ბენეფიციარი შეიძლება გახდეს  საქართველოს მოქალაქე, რომელიც 22–65 წლისაა და  შემოსავლის ნებისმიერი წყარო გააჩნია. პროექტში  მონაწილეობისთვის მსურველი ალგორითმის ან ალტას მაღაზიებში უნდა მივიდეს, აარჩიოს კომპიუტერი, წარადგინოს პირადობის მოწმობა და დაახლოებით 10 წუთში იგი ტაოპრივატ ბანკის ან საქათველოს ბანკის წარმომადგენლისგან პასუხს მიიღებს– თანახმაა თუ არა ბანკი,  ამ კონკრეტულ ადამიანზე განვადება გასცეს.

პროექტში– კომპიუტერები ყველასათვის – რამდენიმე სახის პერსონალური კომპიუტერი (შედარებით სუსტი, საშუალო და ძლიერი მონაცემების მქონე), ასუსის ნეტბუქი და ფუჯიტსუ ლაიფბუქია წარმოდგენილი.

წარმოდგენილი სახეობებიდან კლიენტს თავად შეუძლია აირჩიოს, რა ღირებულებისა და სიმძლავრის კომპიუტერის შეძენა სურს.

ყველაზე იაფად, ანუ 550 ლარად პერსონალური კომპიუტერისა და  ასუსის ნეტბუქის  (eeepc 1001 px)  შეძენაა შესაძლებელი. განვადების დასამტკიცებლად, აუცილებელია წინასწარ თანხის 20%–ის შეტანა. ამიტომ მსურველი პირველად შესატანს –110 ლარს, ხოლო შემდეგი 24 თვის განმავლობაში თვეში 26 ლარს გადაიხდის. საბოლოოდ, მსურველმა 550 ლარიან კომპიუტერში 180 ლარით მეტი (ბანკის პროცენტული დანამატიანად), ანუ 730 ლარი უნდა გადაიხადოს.

იმავე ტიპის ასუსის ნეტბუქი ალტაში ამჟამად  642 ლარი ღირს. ნეტგაზეთმა ერთ-ერთი ბანკის წარმომადგენელს სთხოვა, დაეთვალა, რამდენი ლარის გადახდა მოუწევდა კლიენტს, თუ ამ ნეტბუქს პროექტის გარეშე შეიძენდა. აღმოჩნდა, რომ ამ შემთხვევაში, კლიენტმა ბანკში წინასწარ 140 ლარი (წინასწარი შესატანი 20% და საკომისიო) უნდა შეიტანოს, ხოლო ორწლიანი განვადებით, ზედმეტი საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 380 ლარი იქნება. ანუ იმავე ტიპის ნეტბუქში კლიენტს, რომელიც სახელმწიფო პროექტში არ მონაწილეობს,  დაახლოებით 1000 ლარის გადახდა მოუწევს.

მაღაზია ალგორითმის მენეჯერი, შაკო ასლამაზაშვილი ამბობს, რომ გარდა იმისა, რომ მოქალაქეები ორწლიანი განვადებით ისარგებლებენ, მაღაზიაში იქნება ფასდაკლებაც.

,,ძირითადად, ფასდაკლება გვაქვს მონიტორებზე, მაგალითად, 19X46 ზომის მონიტორი ახლა 288 ლარი ღირს, ხოლო აქციის ფარგლებში  227 ლარი ეღირება, 295 –ლარიან მონიტორს 240 ლარად გავყიდით’’.

პროექტი ,,კომპიუტერი ყველასათვის’’ 22 ოქტომბრიდან ოფიციალურად თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში დაიწყება. მანამდე კი, 11 ოქტომბრიდან, პროგრამის საპილოტე პერიოდი იქნება.

,,ჩვენ აქტიურად ვეძებთ რეგიონალურ კომპანიებს და ვთანამშრომლობთ მათთან, რათა პროექტის მასშტაბი გაიზარდოს, რომ ჩვენ გვქონდეს საშუალება, მომხმარებელს სამხრეთ საქართველოში, დასავლეთ საქართველოსა და კახეთის რეგიონში მოვემსახუროთ’’, - განაცხადა პრეზენტაციაზე ირაკლი კაკაბაძემ, კომპანია ალტასწარმომადგენელმა.

ტაოპრივატბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ზურაბ მასურაშვილის თქმით, ის ადამიანები, რომლებიც ბანკის ,,შავ სიაში’’ არიან შეტანილი…>>> იხილე გაგრძელება >>>



0 comment(s) to... “კომპიუტერები – არა ყველასათვის”