დასახელება / ადგილი წინა კვირაში / ჩარტებშია (კვირა)
1. Enrique Iglesias feat. Nicole Scherzinger – I Can Feel Your Heartbeat / 12 / 5
2. Madcon - Freaky Like Me / 2 / 3
3. Nelly - Just A Dream / 0 / 1
4. Justin Bieber feat. Ludacris - Baby / 8 / 8
5. Travie McCoy feat. Bruno Mars – Billionaire / 10 / 7
6. Tinie Tempah feat. Eric Turner – Written In Stars / 0 / 1
7. Kelly Rowland - Rose Colored Glasses / 0 / 1
8. Keane feat. K'Naan - Stop For A Minute / 0 / 16
9. Eminem feat. Rihanna – Love The way You Lie / 1 / 13
10. Shakira - Waka Waka / 7 / 8
11. Usher feat. Pitbul – DJ Got Us Falling In Love Again / 13 / 3
12. Katy Perry - Teenage Dream / 0 / 3
13. N-Dubz - Strong Again / 0 / 2
14. ROX - I Don't Believe / 0 / 1
15. Taio Cruz - Dynamite / 0 / 1
16. Lady Gaga – Alejandro / 5 / 18
17. B.O.B. feat. Rivers Cuomo – Magic / 0 / 7
18. Michael Squire – Try Try Try / 9 / 7
19. Kylie Minogue - All The Lovers / 0 / 7
20. John Legend feat. Estelle - No Other Love / 0 / 1
საქართველოს კვირის ოფიციალური ოცეული
Airplay charts based on monitoring of Georgian radiostations, in cooperation with GORBI Gallup International.
© 2000-2010 komunikatori
Courtney Love მა თავისი ახალი ნაშის ფოტოები ტვიტერში ატვირთა, ძალიან გავს Kurt Cobain ს
ფილმის სრული ვერსია შეგიძლია იხილო უფასოდ ამ ბმულზე (MyVideo.Ge cinema)
Kavinsky
Musichall 25 October 2011 / Milano Wek Mix by muzorama
Wolfgang Gartner - Illmerica (Extended Mix)
Martin Solveig feat. Dragonette - Hello (Dada Life Remix)
Aniki - Lesbian Bondage Fiasco
Kavinsky - Nightcall (MOONBEATZ Remix)
Lost Valentinos - Stars Get High (Metal On Metal Remake)
Deadmau5 & Wolfgang Gartner - Animal Rights (Kids at The Bar edit)
Panel Movement - DOWN EXPERIENCE ACCES SEX (Original Mix)
Chrispy & Krypton - Team Killer
Style Of Eye & Slagsmålsklubben - Homeless (Canblaster Remix)
Sub Swara & Big Boi - Big Boi-Shutterbug (Sub Swara Remix)
Freestylers - Cracks (Flux Pavillion Remix)
Eskmo - Cloudlight
CFCF - Before and After Light
ავტორი:
ლიკა გიგინეიშვილი
სახელმწიფო პროექტი –კომპიუტერები ყველასათვის’– სინამდვილეში სულაც არ არის ყველასთვის. პროექტის ფარგლებში კომპიუტერების შეძენა მხოლოდ 22-დან 66 წლამდე ასაკის მოქალაქეებს შეეძლებათ. ყველაზე იაფფასიანი – 550 ლარიანი კომპიუტერის შესყიდვას კი პროექტის მომხმარებლები 730 ლარად შეძლებენ.
სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, რომლის პრეზენტაციაც გუშინ რედისონში შედგა, კომპიუტერის შეძენის მსურველმა კომერციულ ბანკში აღნიშნული კომპიუტერის ღირებულების 20% უნდა გადაიხადოს, რის შემდეგაც დანარჩენი თანხა შეუძლია განვადებით (მაქსიმუმ ორწლიანი) დაფაროს – დღეში 1–დან 4 ლარამდე გადახდის გრაფიკით.
პროექტის ბენეფიციარი შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც 22–65 წლისაა და შემოსავლის ნებისმიერი წყარო გააჩნია. პროექტში მონაწილეობისთვის მსურველი ალგორითმის ან ალტას მაღაზიებში უნდა მივიდეს, აარჩიოს კომპიუტერი, წარადგინოს პირადობის მოწმობა და დაახლოებით 10 წუთში იგი ტაოპრივატ ბანკის ან საქათველოს ბანკის წარმომადგენლისგან პასუხს მიიღებს– თანახმაა თუ არა ბანკი, ამ კონკრეტულ ადამიანზე განვადება გასცეს.
პროექტში– კომპიუტერები ყველასათვის – რამდენიმე სახის პერსონალური კომპიუტერი (შედარებით სუსტი, საშუალო და ძლიერი მონაცემების მქონე), ასუსის ნეტბუქი და ფუჯიტსუ ლაიფბუქია წარმოდგენილი.
წარმოდგენილი სახეობებიდან კლიენტს თავად შეუძლია აირჩიოს, რა ღირებულებისა და სიმძლავრის კომპიუტერის შეძენა სურს.
ყველაზე იაფად, ანუ 550 ლარად პერსონალური კომპიუტერისა და ასუსის ნეტბუქის (eeepc 1001 px) შეძენაა შესაძლებელი. განვადების დასამტკიცებლად, აუცილებელია წინასწარ თანხის 20%–ის შეტანა. ამიტომ მსურველი პირველად შესატანს –110 ლარს, ხოლო შემდეგი 24 თვის განმავლობაში თვეში 26 ლარს გადაიხდის. საბოლოოდ, მსურველმა 550 ლარიან კომპიუტერში 180 ლარით მეტი (ბანკის პროცენტული დანამატიანად), ანუ 730 ლარი უნდა გადაიხადოს.
იმავე ტიპის ასუსის ნეტბუქი ალტაში ამჟამად 642 ლარი ღირს. ნეტგაზეთმა ერთ-ერთი ბანკის წარმომადგენელს სთხოვა, დაეთვალა, რამდენი ლარის გადახდა მოუწევდა კლიენტს, თუ ამ ნეტბუქს პროექტის გარეშე შეიძენდა. აღმოჩნდა, რომ ამ შემთხვევაში, კლიენტმა ბანკში წინასწარ 140 ლარი (წინასწარი შესატანი 20% და საკომისიო) უნდა შეიტანოს, ხოლო ორწლიანი განვადებით, ზედმეტი საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 380 ლარი იქნება. ანუ იმავე ტიპის ნეტბუქში კლიენტს, რომელიც სახელმწიფო პროექტში არ მონაწილეობს, დაახლოებით 1000 ლარის გადახდა მოუწევს.
მაღაზია ალგორითმის მენეჯერი, შაკო ასლამაზაშვილი ამბობს, რომ გარდა იმისა, რომ მოქალაქეები ორწლიანი განვადებით ისარგებლებენ, მაღაზიაში იქნება ფასდაკლებაც.
,,ძირითადად, ფასდაკლება გვაქვს მონიტორებზე, მაგალითად, 19X46 ზომის მონიტორი ახლა 288 ლარი ღირს, ხოლო აქციის ფარგლებში 227 ლარი ეღირება, 295 –ლარიან მონიტორს 240 ლარად გავყიდით’’.
პროექტი ,,კომპიუტერი ყველასათვის’’ 22 ოქტომბრიდან ოფიციალურად თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში დაიწყება. მანამდე კი, 11 ოქტომბრიდან, პროგრამის საპილოტე პერიოდი იქნება.
,,ჩვენ აქტიურად ვეძებთ რეგიონალურ კომპანიებს და ვთანამშრომლობთ მათთან, რათა პროექტის მასშტაბი გაიზარდოს, რომ ჩვენ გვქონდეს საშუალება, მომხმარებელს სამხრეთ საქართველოში, დასავლეთ საქართველოსა და კახეთის რეგიონში მოვემსახუროთ’’, - განაცხადა პრეზენტაციაზე ირაკლი კაკაბაძემ, კომპანია ალტასწარმომადგენელმა.
ტაოპრივატბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ზურაბ მასურაშვილის თქმით, ის ადამიანები, რომლებიც ბანკის ,,შავ სიაში’’ არიან შეტანილი…>>> იხილე გაგრძელება >>>