summer in Georgia არა, შვიშტოკი

Posted 9:17 PM by Nina in თემები , , ,

0

ავტორი: ირა ჭელიძე

წინასწარ ვამბობ: ამის წამკითხავები მიწოდებენ უმადურს, დაუნახავს, სნობს, და ეშმაკმა უწყის კიდევ რას. გეთანხმებით. არ ვკამათობ. და არ ვამტკიცებ ჩემს სიმართლეს. ბლოგიც იმიტომ გამოიგონეს, რომ გადახრილად ტენდენციური რაღაცეების წერისთვის ვერავინ გაგასამართლოს. აი ასე.
კი, რატომაც არა, ვისაც უნდა ზურგჩანთა, კარავი და მოსაქმება ბუჩქებში. შესანიშნავია, ლამაზი, ველური და შთამბეჭდავი. ანუ ესეთი _ Summer in Georgia მე არ მინდა, მოვიკარავ-მოვიბუჩქე.
ყოველი წლის სექტემბერში ,საშინელ ფიცს ვდებ, რომ ჩემი ფეხი სარფის საზღვარს გადაცდება და მთელი ჩემი, ზაფხულისთვის ნაგროვები ბიუჯეტი არ წავა საქართველოს სანახებში. მაგრამ რად გინდა? მე ვარ ოჯახური ძალადობის კლასიკური მსხვერპლი. ანუ ქმარ-შვილის. ვინაიდან მათ უნდათ ეს “სამერ ინ ჯორჯია”, უყვართ ეს “ჯორჯია” თავისი წვიმებით და პათოლოგიური სერვისით.
ჰო, სერვისს რაც შეეხება: კუკავას, გუგავას და მისთანებს, შეუძლიათ მშვიდად იძინონ: ქართველები ვერასოდეს ვერ და არ დავკარგავთ იდენტობას და ვინაიდან, ეს იდენტობა უსაქმურობაა, ჩვენ მარად დავრჩებით ამ იდენტობასთან ჩახუტებულები _ სერვისი ჩვენთან ვერ იხარებს, იდენტობასთან შეუთავსებელია და იმიტომ.
დავიწყოთ ჩქაროსნული მატარებლით _ ეს რაღაც, მართლა ჩქაროსნული, რომ იყოს ბათუმში საათნახევარში იქნებოდა. ისე, კი ჭრიალებს და ძალიან უჭირს. თვალი დავხუჭოთ გაუწმენდავ ფანჯრებსა და ბინძურ სავარძლებზე. ყველაფერს ერთად ვერ მიიღებ. მაგრამ კონდიციონერი? კონდიციონერი ხომ მეკუთვნის და შედის ბილეთის ფასში? ასფიქსიის შეტევით შეწუხებულმა, ამ კითხვით გამცილებელს რომ მივაკითხე, იცით რა მიპასუხა? მგზავრებს სცივათო. და მე რომ მცხელა? ვისაც სცივა ჩაიცვას-მეთქი, მე რომ გავიხადო უხერხულია-მეთქი. და ტელევიზორი? ხმა ხომ მეკუთვნის? ხმა? უხმო სენიორ რობინზონს რატომ უნდა ვუცქირო? გაფუჭებულიაო. ვერაფერს ვიზამთო. კაი.
ბათუმში არ იყო წყალი. არსად არ იყო. ამიტომაც გამიჩნდა ეჭვი, რომ კაფეებში დაქირავებული ჰყავთ მტლიკავთა ბრიგადები, რომლებიც ამ ხერხით ასუფთავებენ თეფშებს.
საჭმელი არასოდეს არ მოაქვთ. არასოდეს. რომ ახსენებ _ იღრინებიან. ასე, გინდა ბულვარი გააგრძელე და გინდა ნიცაზე უკეთესი ვარო იძახე,არ გამოვა. არ ჩამოვა მომონტეკარლოვებული გაზულუქებული ვინმე ფრიცი ან თუნდაც ჯონი. და თუ ჩამოვა ერთხელ, მეორედ არ ჩამოვა.
ბათუმში არ გავჩერებულვარ. კვარიათს მივაშურე. სულ მიკირს, ეს ერთი ნაგლეჯი მიწა როგორ იტევს ამდენს. და რატომ იტევს. დავიჯერო ყველა ჩემსავით ოჯახური ძალადობის მსხვერპლია?… >>> იხილე გაგრძელება >>> netgazeti.ge



0 comment(s) to... “summer in Georgia არა, შვიშტოკი”