გართობა ქართულად, ანუ ვაჯაზებთ ბოლომდე (ნაწილი I)

Posted 3:46 PM by Nina in თემები , , , , , ,

club

Written by lobzhanidze

 

ქართველებს გართობა რომ გვიყვარს ეს ყველამ იცის, მაგრამ ის თუ რამდენად შეგვიძლია გასართობი გარემოს შექმნა ეჭვ ქვეშ დგას, თბილისში ხომ გართობა როგორც წესი დალევასთან და გათხლეშვასთან ასოცირდება, სხვა ალტერნატივის პოვნა კი ხშირად რთულია. ამ პოსტში მინდა თბილისში და არა მარტო თბილისში არსებულ გართობის სახეობებზე ვისაუბრო.

დცნკ დცკ კლუბები ანუ ვიძიგძიგოთ დილამდე

აქ ძირითადად დამწყები ტუსოვშიკები იკრიბებიან ხოლმე, ასაკი 18-დან 25 – მდე, თუმცა უფროსი თაობის წარმომადგენლებსაც აქ ხშირად შეხვდებით ხოლმე. მუსიკა ძალიან ხმამაღლაა ჩართული, ერთმანეთის არავის ესმის, როგორც წესი აქ ჟესტებით ურთიერთობენ ან კიდევ მოსაუბრეს თავს აჩვენებენ რომ მისი ნათქვამიდან რამე ესმით. მაგალითისათვის კლუბერმა ა-მ შეიძლება კლუბერ ბ-ს უთხრას: “მაგარი იდიოტი ხარ და მაგარი მახინჯი, საერთოდ რას ვაკეთებ აქ შენთან ერთად?” კლუბერი ბ, რომელმაც რა თქმა უნდა ვერაფერი გაიგო პასუხობს: “კი, კი მეც მომწონს აქაურობა.” კლუბერების აუცილებელია ატრიბუტია ექსტაზი ან რამე სხვა დრაგი, თუმცა ბოლო დროს ასეთის შოვნა კლუბში რთულია და ამიტომაც თუ ვინმემ ტრუხა დრაგი მაინც გაჩითა ეგაც საქმეა. მიუხედავად იმისა, რომ კლუბში ადამიანები საცეკვაოდ დადიან, საქართველოში “ტანცპოლზე” ერთი და იგივე ხალხს თუ შეხვდებით, იქედან ნახევარი ცეკვის მაგივრად რაღაც გამახნევებელი ვარჯიშის მაგვარს აკეთებს. თუ კლუბი 12 საათზე იხსნება სადღაც 3 საათისთვის დინამიკთან შეგიძლიათ ვინმე დაკუნთული ტიპი შენიშნოთ, რომელსაც შავი მაისური აცვია, თვალები დახუჭული აქვს და ხელებს განზე იქნევს, ხშირ შემთხვევაში მოოქროვილი ან ვერცხლისფერი საათი უკეთია. ოღონდ ეს მოცეკვავე “კუნთავიკი” სხვა ტიპის დინამიკის მოყვარულთან არ შეგეშალოთ, მეორე ტიპის წარმომადგენელი როგორც წესი ამ დროისთვის უკვე ძალიან მთვრალია და ზედ დინამიკზე სძინავს. საინტერესოა რა ესიზმრება? ხოდა, ამ დრომდე კლუბში თუ შერჩით ესეიგი კარგად გაერთეთ. მე კი, ბოლო დროს სულ რამდენიმე წუთი მყოფნის.

ვინმესთან სახლში ვიწრო წრეში გართობა ანუ საუბრები ბოდლერზე

ხალხის მაქსიმალური რაოდენობა ამ შემთხვევაში 8 უნდა იყოს, სასურველია წყვილები იკრიბებოდნენ. შეკრების შემდეგ შეიძლება სასიამოვნო… >>>  იხილე გაგრძელება >>> lobzhanidze.wordpress.com



0 comment(s) to... “გართობა ქართულად, ანუ ვაჯაზებთ ბოლომდე (ნაწილი I)”