მეხუთე მიმართვაც და მოვრჩეთ ამით!
Posted 11:13 PM by Nina in თემები hexsus.blogspot.com, გართობა, იუმორი, ტელევიზიაავტორი: ჰექსე
" გუდიაშვილს მიაჩნდა რომ ყური ქალს ამახინჯებს ამიტომ ის ნახატებში ყურს მალავდა" - გიდი
"ვან გოგს კი მიაჩნდა რომ არა მარტო ქალს, არამედ კაცსაც ამახინჯებს... უბრალოდ ვერ ხატავდა ყურს.. და რა ექნა ?"- თიკო სადუნიშვილი
ძვირფასო თინათინ!
თანამედროვე ხელოვნებაში გარკვევა ძალზედ ადვილია, ის რაც კედელზე კიდია ნახატია, ხოლო ის რისი დანახვაც უკნიდან შეიძლება - ქანდაკება.
მე დიდი სურვილი მაქვს გავიცნო ადანიანი, ვინც თქვენ კულტურული სიუჟეტების წაყვანა დაგავალათ. მინდა მივიდე მასთან, ხელი ჩამოვართვა, თვალებში ჩავხედო და ვკითხო როგორ არის?
მინდა გითხრათ, რომ გაცილებით მეტს იმსახურებთ. აბა, რა თქვენი საქმეა განიხილოთ ნიჭი ისეთი წარუმატებელი მხატვრისა, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე მხიოლოდ ერთი ნახატის გაყიდვა შეძლო.
თქვენ ხომ რუსთაველის თეატრში პრემიერაზე მიმავალს მხოლოს ის გახარებთ რომ ბიჭოლას კაბა გმოსავთ, ტაილანდურ რესტორანში მხოლოდ საჭორაოდ მიდიხართ, იქიდან დაბრუნებულ ფოტოგრაფთან კი მხოლოდ ის კითხვა გაქვთ რატომ არ შეჭამეს ის ვეფხვებმა. სუხიშვილების კონცერტზე სუნამოს სუნი გაღელვებთ და აუღელვებლივ უვარდებით მოცეკვავეებს გასახდელში, იმის გასარკვევად ხომ არ სცხელათ მათ შალის კოსტუმებში?… >>> იხილე გაგრძელება >>>www.hexsus.com