მომეცი წყალი!

Posted 3:56 PM by Nina in თემები , , ,

img_0187

ავტორი: თაზო

ხედავთ რა ბედნიერია ჩემი სამზარეულოს ონკანი ქუთაისში?  ამას შორიდან ვერ გაიგებთ.  ერთხელ მაინც უნდა ჩამოხვიდეთ ქუთაისში და საკუთარი თვალით ნახოთ. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ ყველა ქუთათურის იმ ბედნიერებასა და საოცარ შეგრძნებებს, საკუთარ ონკანიდან წყლის ჩხრიალის გაგონებისას რომ ეუფლებათ. განა ვის არ უნახავს ონკანიდან დაუნანებლად გადმოღვრილი წყალი? თუმცა, ეს თქვენ თბილისში ბედნიერებას არ განიჭებთ, ნერვსაც კი არ გიტოკებთ. თქვენ შეგიძლიათ გულგრილდ, ხელის სწრაფი მოძრაობით ეს ონკანი წამსვე დაადუმოთ და გადაკეტოთ. ქუთათური კი ამას არასდროს არ იზამს, არა!

-განა შეიძლება ის ონკანი გადაკეტო, საიდანაც წყალი ორ, ან სამ დღეში ერთხელ მოდის?

-რა თქმა უნდა არ შეიძლება!

ორ დღეში ერთხელ, საშუალო სტატისტიკურ ქუთათურს აქვს ბედნიერება მხოლოდ 3 საათით, შუადღის 3 საათიდან საღამოს 6 საათამდე დატკბეს ონკანიდან წამოსული წყლის ჩხრიალით.

მოიცა რა, რაღა დატკბეს! ამ დროის ინტერვალში ქუთათური უნდა ეცეს… >>> იხილე გაგრძელება >>> freelandia.wordpress.com



0 comment(s) to... “მომეცი წყალი!”