შეკითხვები სამგლოვიარო რიტუალისთვის

Posted 2:04 PM by Nina in თემები , , , , ,

photo1

 

ავტორი კობა ლიკლიკაძე

თითქმის ერთი კვირაა ვუზივარ კომპიუტერს და ვცდილობ, რაღაც დავწერო რუსეთ-საქართველოს ომის მეორე წლისთავზე.
ვათვალიერებ პირად არქივს, ვუსმენ აუდიოჩანაწერებს, გაკეთებულს გორში, კარალეთში, ერგნეთში, სამთავრობო პრესცენტრში, ქუჩებში, სამხედრო ჰოსპიტალში, დაბომბილ სახლებთან, ქართველი ჯარისკაცების პოზიციებზე და შემდეგ უკვე რუსეთის საოკუპაციო ჯარების კოლონებთან, რომლებიც მოიწევდნენ და მოიწევდნენ საქართველოს შუაგულისკენ. საკმარისია დაალაგო ეს ხმები გარკვეული თანმიმდევრობით, დაუმატო მცირედი კონტექსტი, სტატისტიკა და რადიორეპორტაჟიც მზად არის.
მაგრამ არსებობს ერთი ხმა, რომლის ადგილის განსაზღვრა რეპორტაჟში ძალიან მიჭირს და მთელ სიუჟეტურ ხაზს მინგრევს. ეს ხმა მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის და გაკეთებულია 2008 წლის 8 აგვისტოს დილით. საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალი მიმართავს ხალხს და აცნობებს, რომ ქართულმა ჯარმა შეუპოვარი ბრძოლებით („ბრძოლა იყო თითოეული ხისა და თითოეული სახლისათვის“) დაიკავა ქალაქი ცხინვალი და რომ ცხინვალს მთლიანად აკონტროლებენ ქართული შენაერთები.
მახსოვს ამ განცხადებით გამოწვეული სიხარული გორის ქუჩებში, ეზოებსა და პრესცენტრში შეგროვილ ჟურნალისტებს შორის, რომლებიც ერთმანეთს გაკვირვებულები ულოცავდნენ, რომ ყველაფერი ასე მალე დამთავრდა. თუმცა ამ განცხადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალი გაივსო ცხინვალიდან ევაკუირებული დაჭრილი ქართველი ჯარისკაცებითა და დაღუპულთა გვამებით.
8 აგვისტო იყო მთელი ხუთდღიანი ომის კულმინაციაც, კვანძის გახსნაც და ტრაგიკული ფინალიც. >>> იხილე გაგრძელება >>> www.tavisupleba.org



0 comment(s) to... “შეკითხვები სამგლოვიარო რიტუალისთვის”