2011 წლის იანვრიდან საქართველოში პროსტიტუცია ლეგალური გახდება
Posted 3:37 PM by Nina in თემები Lobzhanidze's Blog, ინტერნეტი, რეკლამა, სასარგებლო, ფილმებიავტორი: lobzhanidze
თავიდანვე გეტყვით, რომ წერილის სათაური არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს მკითხველის მოზიდვას, მეტიც ამ წერილში ამ თემაზე, ანუ პროსტიტუციაზე საერთოდ არ იქნება საუბარი, ეს პოსტი წარმოადგენს ერთვარ ექსპერიმენტს და მიზნად დამაინტრიგებელ სათაურზე გამოხმაურებების რაოდენობის დათვლას ისახავს.
მკითხველის ”შეტყუება” ჩემს მიერ მოგონილ მეთოდს ნამდვილად არ წარმოადგენს, ასეთ ტექნიკას ბევრი ავტორი იყენებს და არ აქვს მნიშვნელობა ეს რეკლამა, ფილმი, წიგნი თუ რამე სხვა იქნება. ძალიან ხშირად შემთხვედრია ”მატყუარა” სათაურები გაზეთებში, ასე მაგალითად თქვენ შეიძლება სტატიის სათაურში წაიკითხოთ: ”ჯექსონი ცოცხალია”, მაგრამ სტატიას რომ წაიკითხავთ აღმოაჩენთ რომ ჯექსონი კატას ჰვია. ან კიდევ, რეალური მაგალითი, რამდენიმე წლის წინ ”კომსომოლსკაია პრავდას” პირველ გვერდზე სტატიის სათაური დავინახე: ”ჩუბაისი დაიხრჩო”. დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩემნაირად მოიქცეოდა და გაზეთს პირველ რიგში მითითებულ გვერდზე გადაშლიდა, თუმცა იქვე აღმოაჩენდა, რომ ჩუბაისი ძაღლი იყო და მართლაც დაიხრჩო.
ჩემი ვარაუდით ამ პოსტს ჩვეულებრივზე მეტი მნახველი ეყოლება, საბაბს ამ შემთხვევაში ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული წერილი მაძლევს, კერძოდ კი ”კიდევ ერთხელ ქალიშვილებზე და ბოზებზე”, მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა საკმაოდ ბანალურია და მასზე ბევრი რამე ითქვა და დაიწერა საზოგადოების დიდი ნაწილი მაინც სათაურზე რეაგირებს და ამიტომაც ამ პოსტს უფრო პოპულარულს ხდის ვიდრე სხვა უფრო საინტერესო წერილებს.
არსებობს უამრავი სახელმძღვანელო და რჩევა იმის თაობაზე თუ როგორ შეურჩიოთ თქვენს ნაწარმოებს სათანადო სათაური, ტერი მარის სტატია ერთ-ერთ ასეთ ინსტრუქციას წარმოადგენს. ის საუბრობს იმ 6 აუცილებელ კომპონენტზე რომელსაც თქვენი წიგნის სათაური უნდა შეიცავდეს… >>> იხილე გაგრძელება >>> lobzhanidze.wordpress.com