წარმოგიდგენთ — Nokia Kinetic რომელსაც შეუძლია "ჯდომა"

Posted 3:00 PM by Nina in თემები , , ,

nokia_kinetic_1

http://hi-tech.ge

დიზაინერმა ჯერემი ინერ-ჰიბკინსმა შექმნა ტელეფონი Nokia Kinetic-ის კონცეპტი, რომელსაც შეუძლია “ჯდომა” და სხვადასხვა ინფორმაციის შეტყობინება.

აპარატს აქვს სპეციფიური ფორმა, რისი მეშვეობითაც, როდესაც ის დევს მაგიდაზე, მას შეუძლია მომხმარებელს შეატყობინოს სხვადასხვა მოვლენებზე სრულიად ახალი მეთოდით, ანუ მიიღოს ვერტიკალური მდგომარეობა. საჭიროების შემთხვევაში შემომავალი ზარის გათიშვა შესაძლებელი იქნება უბრალოდ მოწყობილობის ხელის მიწოლით და ის ისევ ვერტიკალურ მდგომარეობას მიიღებს. იქიდან გამომდინარე რომ აპარატის ტექნიკური დეტალები უცნობია, შეიძლება მხოლოდ ის ითქვას რომ ტელეფონს აქვს ელექტრომაგნიტი, რისი საშუალებითაც ნაწილდება აპარატის სიმძიმის ცენტრი.

რა თქმა უნდა ასეთი მიდგომა საინტერესოა, იმის გათვალისწინებით, რომ როდესაც ტელეფონი უხმო რეჟიმზეა ეს უფრო მოსახერხებელია, ვიდრე შუქის ინდიკაცია. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ აპარატის ქვედა ნაწილის ზომა აშკარად წინააღმდეგობაში მოდის მობილურების დიზაინის თანამედროვე ტენდენციასთან.

წყარო: slashgear.com

სრული პოსტი იხილეთ აქ>>>http://hi-tech.ge



0 comment(s) to... “წარმოგიდგენთ — Nokia Kinetic რომელსაც შეუძლია "ჯდომა"”