ავტორი: Buda Brikoleri
ბენდის ბოლო ალბომმა “High Violet” National-ზე კი არ გამაჭედვინა, არამედ დამავიწყა ყველა სხვა მუსიკოსი ქვეყანაზე. ავი ძაღლივითაა – თუ ამ ჯგუფს არ ვუსმენ, სიჩუმეში ვზივარ.
რა იცოდნენ 1999 წელს ჩამოყალიბებული ამერიკული ჯგუფის წევრებმა, ასე რო დამემართებოდა. დადიოდნენ თავისთვის კოლეჯში ძმები აარონ და ბრაის დესნერები და სკოტ და ბრაიან დევენდორფები. მანამდე, 1991 წლიდან, მეთიუ ბერნინგერი ჩალიჩობდა რაღაცეებს თავისთვის.
მერე იყო პირველი ალბომი, 2001 წელს. მერე მეორე – Sad Songs for Dirty Lovers. დანარჩენს თვითონ დაითვლით. ნუ, რაღა დანარჩენს, ერთი უნდა გამოვტოვო, იმიტომ, რომ მეოთხემ უკვე ძალიან დიდი წარმატება მოუტანა ჯგუფს. Boxer-ის პირველი ტრეკი(Fake Empire) ჩემი პირველი სიყვარულია - მეგობარმა მაჩვენა გენიალური ლაივი ლეტერმანის შოუდან.
ახლა ტურნეზე არიან – დღეს ბრიტანეთში ჰქონდათ კონცერტი, ზეგ პორტუგალიაში მიდიან. ჰოდა ასე დეკემბრამდე. მერე ალბათ სხვა რამესაც დააპირებენ. არადა, რა იქნებოდა პირველი დეკემბრის ბედნიერი ღამე National-თან ერთად! შუა ლონდონში…
ორი რამე მინდა – 1. დავესწრო National-ის ლაივს; 2. სარეპეტიციოში გავყვე ვოკალისტს(!) და დღე და ღამე ვუსმინო ბგერის დამუშავებას და მსგავს მოსაწყენ რამეებს. მინდა, ვკითხო მეთიუს, როგორ ახერხებს, რომ ძალიან დიდ მაზოლებზე მაჭერს ფეხს წარბშეუხრელად და მკაცრად, თავისი ბრწყინვალე ლირიკებით და სექსუალური ხმით. მინდა ვუთხრა, რო მეც ვარსებობ მათ სიმღერებში და დანარჩენი ბანალობები.
ჰოდა, ერთ დღესაც, უთხარიო, ჩამჩურჩულა მუზამემ და მაცდურად ამიწია წარბი. ბრაიან დევენდორფმა, სადაა მეთი და კაი ცხოვრება, მარტო მე ვარ აქ და მოდეთ, მე მკითხეთო. არადა ბრაიანი არ წერს ლირიკებს… დრამსთიქებს არიგებს კონცერტის შემდეგ