რა ღირს დასვენება ბათუმში
Posted 10:00 PM by Nina in თემები გართობა, დასვენება, მოგზაურობა, ნეტგაზეთიავტორი: თეონა თურმანიძე. გაზეთი ”ბათუმელები”
ბათუმში დასვენების ფასები წელს მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. ღარიბი ადამიანი თუ ერთი კვირით მოინდომებს ზღვაზე გარუჯვას, მინიმუმ 250 ლარი უნდა უნდა ჰქონდეს. მდიდარს სულ ცოტა - 3000 ლარი დაეხარჯება ერთ კვირაში. სასტუმრო “ინტურისტსა” და “შერატონში”, საპრეზიდენტო აპარტამენტებში კი, ერთი ღამის გათევა 2000 დოლარზე მეტი ღირს. ეს ბათუმში დასვენების ფასის ზედა ზღვარია.
სასტუმროებსა და კერძო სექტორში ფასები ამ სეზონზეც განსხვავებული და არასტაბილურია. ერთი კვირის განმავლობაში სასტუმროში ცხოვრება, საშუალოდ, 400-450 ლარი ღირს, ამას ემატება კვების თანხაც, საშუალოდ, 300 ლარი. თუ სასტუმროს ნაცვლად ბინას დაიქირავებთ, 200 ლარამდე დაგეხარჯებათ. მგზავრობის თანხის გათვალისწინებით, ერთ კვირაში დამსვენებელს, საშუალოდ, 600-800 ლარი დაეხარჯება.
გასულ წელთან შედარებით, სასტუმროებსა თუ კაფე-ბარებში მომსახურების ფასები, იმის გათვალისწინებით, რომ დამსვენებელი გაცილებით ბევრია, მეტ-ნაკლებად გაიზარდა. მათ შორის კერძო სექტორშიც.
იხილეთ ვრცლად >>> netgazeti.ge