15-18 ივლისი – ბათუმი, ჯაზფესტივალი და მე!

Posted 10:43 PM by Nina in თემები , , , , , ,

un7qa

ავტორი: Leonsio

მოკლედ სულ ცოტა დრო რჩება ბათუმის ჯაზფესტივლამდე და მეც მოუთმენლად ველოდები ამ 4 დუვიწყარ დღეს! ზღვა, სანაპირო, ჯაზი, ლეგენდარული და ჰაიკლასის ჯაზმენები და მე! არვიცი რა დავარქვა ამ მომენტს, ალბათ ერთ-ერთ ყველაზე მაგარი 4 დღე რომელიც დაიწყება სულ რაღაც 8 დღეში! საოცარ ეიფორიაში  ვარ… მინდა გავუზიარო ყველას და ჩემი თვალით დავანახო თუ რა იქნება ბათუმში 4 დღე ზედიზედ!

  • THE BRAND NEW HEAVIES (UK)
  • ROY HARGROVE QUINTET (USA)
  • MIKE STERN BAND with special guest Randy Brecker
  • featuring Dave Weckl & Chris Mihn Doky (USA)
  • RH FACTOR (USA)
  • HUGH MASEKELA & BAND (ZA)
  • After Show Party featuring NiMo (CA -LT)
  • Jazz Dance Party

ეს ის ჩამონათვალია რაც უნდა ვნახო, მოვისმინო და ვერასოდეს ვერ დავივიწყო!

THE BRAND NEW HEAVIES მსოფლიო მათ, როგორც ეისიდ ჯაზის პიონერებს ისე მოიხსენიებს! მათ რიგებში  უნდა ყოფილიყო  “ჯეი ქეი” მაგრამ არ აიყვანეს! ამის შემდეგ  “ჯეი ქეიმ” გააკეთა ჯგუფი “ჯემი როქვაი”.

ROY HARGROVE QUINTET (USA) ნუ როი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შავკანიანი მესაყვირე, რომელიც ჯაზის მსმენელებს ყოველთვის ხიბლავს თავისი “შავი” ჯაზით! თან კვინტეთთან ერთად ხო სასწაულია! და მე ამ სასწაულის მომსწრე გავხდები!

MIKE STERN BAND with special guest Randy Brecker featuring Dave Weckl & CHris Mihn Doky ეს ის ხალხია რომლებიც  წელს “ტორნადოს” დაგვიტოვებს ბათუმში, ოღონდ ჯაზის “ტორნადოს”! მე აუცილებლად შევეგებები მას ხელგაშლილი! როდესაც ისინი სცენაზე უკრავენ ცოცხლად, ფაქტიურად ჯაზის ისტორიას ყვებიან!

იხილეთ ვრცლად>>> leonsio.ge



0 comment(s) to... “15-18 ივლისი – ბათუმი, ჯაზფესტივალი და მე!”