Sour Skin

Posted 2:53 PM by Nina in თემები , , , , ,

11-400x221

ავტორი: ნასტასია არაბული

თავიდან მარტო ზურა იყო და სარეპეტიციოში სხვადასხვა ხალხთან ერთად უკრავდა. მერე იმ  ხალხიდან რამდენიმესთან ერთად ჯგუფის გაკეთება გადაწყვიტა. ჯერ Jam-ების დაკვრით ვარჯიშობდნენ,   ჩამოყალიბების პროცესში ორი სხვადასხვა შემადგენლობა იყო, მერე მიხვდნენ, რომ  მუსიკას, რომელსაც იქ აკეთებდნენ, ზუსტად ის ოთხი კაცი ჭირდებოდა, რომელსაც ახლა ჯგუფი “Sour skin” ქვია.

“ჩვენ აღარ შევიცვლებით. თუ შევიცვალეთ, მერე ჯგუფის არსებობას აზრი აღარ ექნება.  ეს ჩვენი მუსიკაა და სხვა ასე ვერ გააკეთებს. დრამერი შევიცვალეთ ახლახანს, ახალი დრამერი გვყვავს, მაგრამ დრამი ზოგადად ისეთია, ადვილად ხდება ხოლმე ჯგუფთან შეთავსება და ჩვენიდან რომელიმე რომ წავიდეს, აზრი აღარ ექნება ჯგუფის არსებობას, ისეთ მუსიკას ვეღარ დავუკრავთ. რასაც ახლა Sour Skin უკრავს.”

ახალი ჯგუფია, გრანჟს უკრავენ და ამბობენ, რომ დღემდე ბევრი ისეთი ბენდი იყო, ვინც ძალიან მოწონდათ, ახლა ცდილობენ გავლენისგან თავისუფლები იყვნენ და საკუთარი ხელწერა ქონდეთ: “ჩვენ მუსიკაში ბევრი რამეა აღებული ბლუზიდან, ვოკალსაც ეტყობა ბლუზის გავლენა. მაგრამ საბოლოოდ ის უნდა დაუკრა, რაც გამოძრავებს.” ისე, ბუნებრივია, ჯგუფის ყველა წევრს თავისი ფავორიტი ყავს, გიორგისთვის – ნირვანა, დათოსთვის შედარებით ახალი ბენდები,  2000 წელს ზემოთ…

გრანჟი ალტერნატიული როკის ერთ-ერთ ერთი მიმდინარეობაა, 80-90-იანი წლებში ჩამოყალიბებული ამერიკაში, და ჰარდ-როკსა და ჰევი მეტალს ენათესავება. მათთვის, ვინც თვლის, რომ როკმა თავისი მისია მეტ-ნაკლებად უკვე ამოწურა:

“საქართველოში ჯერ კიდევ არ მომკვდარა ეგ სული. ძალიან მაგარი წლები როკის ისტორიაში 90-იანები იყო, ისეთ ქვეყნებშიც კი, როგორიც ინგლისი და ამერიკაა, საქართველოშიც ჯერ ისევ მიტირიან 90-იანი წლების ანდერგრაუნდს, მაგრამ ძალიან უცნაური იყო მაშინდელი ქართული მუსიკა. ყველას ერთი და იგივე სტილი ქონდა, ცუდი ვოკალით და რამდენიმე აკორდით. ამის გარდა, გრჩება შთაბეჭდილება, რომ ტიპები სპეციალურად ცდილობდნენ, არავის მოესმინა და სარდაფებში ყოფილიყვნენ, რომ მერე ეთქვათ, აი, ჩვენ მაშინაც კი  ვაკეთებდით მუსიკას, არავინ რომ არ უსმენდა მსგავს მუსიკასო. იმისათვის რომ ქართულმა როკმა თავისი შესაძლებლობები ამოწუროს, კიდევ დიდი დრო და ბევრი ჯგუფია საჭირო. რეალურად, ჩვენთან ჯერ კიდევ არ დამდგარა ისეთი 90-იანები, რაც ინგლისს და ამერიკას ქონდა.”…

იხილე გაგრძელება>>>muzame.ge

komuna-like



0 comment(s) to... “Sour Skin”