Posted by ქეთი
Midsummer-ის დღესასწაულს 19 დან 26 ივნისის პერიოდში (რომელიმე დღეს) სკანდინავიის ქვეყნებსა და ჩრდილოეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში აღნიშნავენ.
დანია
დღესასწაულს Sankt Hans aften ("St. John's Eve") -უწოდებენ და იგი ოფიციალურ დღესასწაულად 1770 წლიდან იქცა. ეს გახლდათ დღე, როდესაც შუასაუკუნეებში ექიმბაშები აგროვებდნენ მთელი წლისთვის სპეციალურ სამკურნალო ბალახებს . სანაპიროებზე ან ტბებთან და მდინარეებთან ახლოს ანთებენ კოცონს, მღერიან ტრადიციულ სიმღერებს და აწყობენ პიკნიკს. დანიური დღეობის დამახასიათებელი ნიშანია კოცონზე ჯადოქრის ჩუჩელის დაწვა. წელს Holger Drachmann დაწერა სიმღერა სპეციალურად ამ დღესასწაულისთვის ”ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა”, რომელსაც კოცონის ირგვლივ ყოველწლიურად ასრულებენ.
ფინეთი
ქრისტიანობამდე ფინეთში დღესასწაულს Ukon juhla ერქვა, ხოლო ქრისტიანობის მიღების შემდეგ juhannus ეწოდა იოანე ბაბტისტის პატივსაცემად.
1955 წლიდან დღესასწაულს აღნიშნავენ შაბათობით 20 დან 26 ივნისის პერიოდში. ფინურ დღესასწაულზეც უამრავი კოცონი ინთება მდინარეების და ტბების ნაპირას. ხის ორი ტოტისგან აკეთებენ შესასვლელ კარს სტუმრების მისაღებად. ფინელების უმეტესობა დღესასწაულს ქალაქგარეთ თავიანთ საზაფხულო კოტეჯებში აღნიშნავენ. ბევრი მათგანისთვის დღესასწაული დღე საზაფხულო არდადეგების დაწყების თარიღიც არის.
დღესასწაულის კვირაში ეწყობა პატარ-პატარა მუსიკალური ფესტივალები. ფინურიMidsummer-ზე განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით ალკოჰოლი ისმევა.
ნორვეგია
როგორც დანიაში, ასევე ნორვეგიაშიც Midssummer-ს , მეორენაირადSankthansaften -ს 23 ივნისს აღნიშნავენ. ნორვეგიელებს დიდი კოცონების დანთების გარდა , სხვა ტრადიციაც შემორჩათ. როგორც ბავშვები ასევე დიდები აწყობენ ქორწინების ცერემონიალებს , რომელიც ახალი ნაყოფიერი და ბარაქიანი ცხოვრების დაწყების სიმბოლოდ ითვლება. ასევე ამბობენ , რომ თუ გოგონა ბალიშის ქვეშ ყვავილებს დაიდებს დღესასწაულის ღამეს მას თავისი მომავალი ქმარი დაესიზმრება.
იხილეთ გაგრძელება>>> www.scandinavia.ge