რჩეული ვიდეოები II (animated)

Posted 2:00 PM by anano in თემები , , ,
   

 

ავტორი - anina

Bookmark and Share
 

ძალიან მარტივი გრაფიკით ხანდახან დიადი იდეებიც შეიძლება გადმოიცეს, ან შეიძლება არც ისე დიადი, მაგრამ სასაცილო..

1. Bruno Bozzetto

ეს კაცი ნამდვილი გენიოსია.  მწერალი რომ იყოს, დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი მის მოთხრობებს. მარტივად გადმოსცემს სათქმელს, საინტერესოდ ხუმრობს და ძალიან გასაგებადაც. ერთხელ დამესიზმრა, მე და ბრუნო როგორ ვისხედით იტალიის ჩვეულებრივზე ჩვეულებრივ  პიცერიაში და ვჭამდით პიცას, რომელიც პრეგოს პიცის ასლი იყო. ბრუნო წუწუნებდა, რომ ცომი ძალიან სქელი იყო, ყველი კი ისეთი არ იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო.. მერე მიხვდა, რომ თავი მომაბეზრა წუწუნით და სასხვათაშორისოდ თქვა: დარტყმული ხალხი ვართ იტალიელები, არ შეიმჩნიო. მე გავუღიმე და ვუთხარი: შენ ქართველები უნდა ნახო..

1) თავისუფლება

 

 

2) Neuro

ეს ძალიან ქართული ვიდეოა, ნევროზული პასაჟებით, კორპუსული ზახოდებით  და ტარანტინოს დასასრულით. ბრუნო ხსნის, როგორ მიდიან ადამიანები სიგიჟემდე. იუმორი_ შავია, გრაფიკა_ მარტივი, კონცეპტი_ საინტერესო.  მე მაგალითად, მომეჩვენა, რომ ყველაფერი იმ თვითმფრინავის ბრალი იყო. ოდესმე ჩვენ ყველანი გავგიჟდებით და პირველ რიგში ისინი, ვინც შევეჩვიეთ ხმაურს..

 

3. ადამი

ალბათ, ადამს იმდენი რომ სცოდნოდა ქალებზე, რამდენიც თანამედროვე მამაკაცებმა იციან,  არაფრით დათმობდა ნეკნს ქალისათვის და თავის მრავალწლოვან (თუ საუკუნო) ცხოვრებას შადრევნებში ბანაობას, ცხოველებისათვის სახელის დარქმევასა და მასტურბაციას მიუძღვნიდა… მაგრამ ადამმა არ იცოდა. ბრუნოს ვერსია არ ჰგავს სიცოცხლის დასაწყისის გავრცელებულ თეორიებს, მაგრამ მე ძალიან მომწონს.  რადგან ბრუნოსთვის სიცოცხლე იწყება კოსმოსიდან..

 

წყარო>>>aninaland.wordpress.com



0 comment(s) to... “რჩეული ვიდეოები II (animated)”