Google Chrome-ის 15 დამატება თქვენი Facebook-ისათვის
Posted 6:00 PM by Nina in თემები PCMania.ge, გართობა, ინტერნეტი, სოციალური ქსელი, ტექნოლოგიაავტორი: Devi
მას შემდეგ, რაც Google Chrome-ის აქტიური მომხმარებელი გავხდი, დავიწყე მისთვის გამოსადეგი და საინტერესო გაფართოებების/ედონების ძებნა. ძიებისას არაერთ ათეულ საინტერესო გაფართოებას წავაწყდი, რომელთა გამოყენებამ ინტერნეტში ძრომიალი უფრო საინტერესო გამიხადა.
მინდა ეს გაფართოებები თქვენც გაგიზიაროთ, რათა ჩემსავით შვება იგრძნოთ. დღეს კონკრეტულ თემას,ფეისბუქს შევეხები და მისთვის გამოსადეგი ედონების სიას ჩამოგითვლით, თან ვეცდები თითეული მათგანის ფუნქცია აგიხსნათ.
1. Beautify Facebook
Beautify Facebook
ეს ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი გაფართოებაა, მას შემდეგ რაც ფეისბუქმა სახე იცვალა, რის შემდეგაც რთული გახდა ინფორმაციის მიღება ახალი შეტყობინებების და სხვა ქმედებების (activities) შესახებ.
ამ ედონის საშუალებით თქვენი ფეისბუქის გვერდი ისეთივე გახდება, როგორც ზემოთა ფოტოზე; დაემატება ახალი სმაილები ჩატში, ფეისბუქის title ტეგში, favicon-ის გვერდით დაეწერება ახალი შეტყობინებების/ქმედებების რაოდენობა და სხვ.
სხვების თუ არა, ამ გაფართოების დაყენებას ყველას გირჩევთ : )
გაფართოების დაყენება – Beautify Facebook
2. Facebook for Google Chrome
Facebook for Google Chrome
ესეც ერთობ საინტერესო გაფართოებაა მათთვის, ვინც ფეისბუქს აქტიურად მოიხმარს. ამ ედონის დაყენების შემდეგ თქვენ აღარ დაგჭირდებათ უშუალოდ ფეისბუქის მთავარ გვერდზე სიახლეების სანახავად და სტატუსების გასანახლებლად. ყველაფერის გაკეთება ერთ მარტივ, პატარა ფანჯარაში იქნება შესაძლებელი.
გაფართოების დაყენება – Facebook for Google Chrome
3. Facebook Photo Zoom
Facebook Photo Zoom
იმისათვის, რომ ფეისბუქში არსებული ფოტოები უფრო დიდ გაფართოებაში გვენახა, ამისთვის საჭირო იყო უშუალოდ მასზე დაჭერა, რის შემდეგაც გადავიდოდით ამ სურათის ცალკეულ გვერდზე. ეს დამეთანხმებით ნაკლებად სასიამოვნო პროცესია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ინტერნეტის სიჩქარე დაბალი აქვს.
ამ ედონის გამოყენების შემდეგ კი ეს ყველაფერი საჭირო აღარ იქნება. თქვენ უბრალოდ შეგიძლიათ სასურველ სურათს გადაატაროთ მაუსის კურსორი და იგი მისი მაქსიმალური ზომის შესაბამისი გახდება, როგორც ეს ზევითა სურათზეა ნაჩვენები.
გაფართოების დაყენება – Facebook Photo Zoom
4. Facebook Fixer
Facebook Fixer
სახეშეცვლილი ფეისბუქით უკმაყოფილო მომხმარებლებისათვის ესეც საინტერესო გაფართოებაა, რომელიც საშუალებას მოგცემთ სხვადასხვა პარამეტრების მართვას; ვიდეოების გადმოწერა, მარჯვენა საიდბარში დღევანდელი იუბილარების გამოქება და სხვ.
გაფართოების დაყენება – Facebook Fixer
5. Facebook Styler
Facebook Styler
როგორც ხედავთ ფეისბუქის თქვენს გემოზე მოსაყვანად არაერთი გაფართოება არსებობს. ესეც სწორედ მათ სიას მიეკუთვნება, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ მარჯვენა და მარცხენა საიდბარების გადაადგილება, კუთხეების მომრგვალება და სხვ.
გაფართოების დაყენება – Facebook Styler